POSTS დაიჯესტი

“ლომარ ნიგურიანი იმ ბინძური სისტემის მოკლულია, რომელიც პოლიციის რეფორმის ავტორს ციხეში სვამს”-ზაზა ბიბილაშვილი

“მესტიაში მოკლეს ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი! 12 ტყვია ესროლეს ავტომატიდან.

როდემდე უნდა ვიტყუოთ თავი, რომ ეს ცალკეული შემთხვევა და საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დანაშაულია?!

ან, განა 90-იანებშიც (ან შუა საუკუნეებში) “საყოფაცხოვრებო ნიადაგზე” არ კლავდნენ? რას ცვლის ეს უდანაშაულო, კანონმორჩილი ადამიანებისთვის?!

ვაღიაროთ, რომ ლომარ ნიგურიანი ბესელიას და წულუკიანის მოკლულია. იმ პრემიერის მოკლულია, რომელიც არარსებულ ღირსებას გინებით იცავს. იმ ოქიტაშვილის და ხოფერიას მოკლულია, რომლებიც მორალურ და პოლიტიკურ იმპოტენციას ქალზე ძალადობით პასუხობენ. იმ საკონსტიტუციოს მოსამართლის მოკლულია, რომელიც კრიმინალს “იქნებ შეაგინათი” ამართლებს. იმ ძაღლობის მოკლულია, რომელიც პოლიციელზე თავდამსხმელ ხულიგანს 100-ლარიანი ჯარიმით უშვებს, ნასვამ პოეტს კი უმოწყალოდ სცემს ქურთუკის ფერის გამო. კალაძესთან ჩახუტებული “8 სული ქურდის” მოკლულია. იუსტიციის სახლთან დადგმული ავაზაკების ძეგლის მოკლულია. იმ პროკურატურის მოკლულია, რომელიც გვარწმუნებს, რომ კიწმარიშვილმა “თავი მოიკლა” და საქმეს ხურავს. იმ ბინძური სისტემის მოკლულია, რომელიც პოლიციის რეფორმის ავტორსა და ქურდული სამყაროს დამმარცხებელს ციხეში სვამს, ჯაშუშებს, ტერორისტებს და ლავას ოღლისნაირ კანონიერ ქურდებს კი ათავისუფლებს და პატივში აცხოვრებს…

ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! ოცნება კლავს. ოცნება უნდა დაინგრეს!”

ზაზა ბიბილაშვილი

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close