კატეგორიის გარეშე

“სამართლიანობის აღდგენა ძალადობა არ არის”- ცნობილი ადვოკატი პაატა შავაძე ” ქართულ ოცნებას”

“სამართლიანობის აღდგენა დაგვიტოვეთ აუხდენელ ოცნებად! სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ერთი თვე , მე და ჩემი გუნდის წევრები, 2013 წელს ბათუმში, იუსტიციის სახლის წინ, კარავში ვშიმშილობდით და სწორედ “ქართული ოცნების” საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით, იმჟამინდელი ე.წ ზედამხედველობის სამსახურის მესვეურებმა, “თავზე გადაგვამტვრიეს” კარავი, დაგვარბიეს! სამართლიანობის აღდგენა თუ ასე გწყუროდათ, სად იყავით მთელი 8 წელი და მეტი? რატომ გიზით ოდიოზური ფიგურები წამყვან სახელმწიფო თანამდებობებზე! რატომ დასცინეთ ასე ხალხს! სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და მინიმუმ სახლებში გაშვების სანაცვლოდ, ყველა მათგანი წაახალისეთ, დააწინაურეთ კიდევაც და სასათბურე პირობები შეუქმენით! მადლობებიც გამოუცხადეთ და ჩინ–მედლებიც და ორდენებიც ჩამოკიდეთ! საქართველოს გენერალურ პროკურატურაში,( ვისაც გახსოვთ ეს პერიოდი, დამემოწმებით ალბათ), ორი გრძელი დერეფანი ვერ იტევდა ყუთებს, სადაც გამწარებული ადამიანების საჩივრები ეყარა და არცერთი მათგანის განხილვა ოცნების პროკურორთა სურვილი არ გამხდარა! არ გამოვლენილა პოლიტიკური ნება მტარვალი რეჟიმის უბადლო და უსინდისო , ხალხის გამამწარებელი მარგინალიზებული პირების სამხილებლად და დასასჯელად! სწორედ ბატონი პრემიერის შს მინისტრობის დროს იქნენ შენარჩუნებულნი და წახალისებულნი ყველა მათგანი და მეტიც, დაძმაკაცებულნი!! ახლა? ახლა რას ერჩით უბრალო ადამიანებს, რატომ ცდილობთ ქვეყანა 10 წლით უკან დაწიოთ? რამდენ მოსამართლეს, დაუმსახურებლად მიართვით “ფოდნოსით” უვადო მოღვაწეობის ფუფუნება, რამდენი დამარბეველი პოლიციელი აღაზევეთ და რამდენი შავ–ბნელ საქმეებში მონაწილე პროკურორი დააწინაურეთ, გენერალურ პროკურორებად თუ მათ მოადგილეებად, დეპარტამენტებისა თუ სამმართველოების უფროსებად და მათ მოადგილეებად, მხარეთა პროკურორებად გაამწეესეთ! აი, ეს არის თქვენი სამართლიანობა და ეს არის ფასადურობა , იმ შენაფუთისა, რასაც თქვენ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან “სამართლიანობის აღდგენა” დაარქვით! ეს არის იმ მავნებლობის შედეგი, რაც თითოეულს მოგვახვიეთ თავზე რაღაც კოჰაბიტაციის სახით და რასაც ვიმკით დღეს ყველანი ერთად! ეს არის სიმართლე, რაც თქვენ დღეს გაღიზიანებთ და რასაც ვეღარავინ გავექცევით! არ გინდათ თქვენ სამართლიანობის აღდგენა, არც არასდროს იყო ეს ამ ხელისუფლების მიზანი, არც იქნება! ხალხის საცოდაობით ვიწვი, ვიტანჯები, ეს რა დღეშია ჩემი ქვეყანა…”,-წერს ადვოკატი პაატა შავაძე სოციალურ ქსელში.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close