News დაიჯესტი

ქვეყნის პირველი ანტიკორუფციონერი ემიგრანტებს ულოცავს

ქვეყნის პირველი ანტიკორუფციონერი ემიგრანტებს ულოცავს, პაატა შავაძემ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთათვის განსაკუთრებული სითბო გამოხატა და ძველით ახალწელს გულთბილი მილოცვა მიუძღვნა.

“მინდა განსაკუთრებით უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით მოგილოცოთ ძველით ახალი წელი ჩემს საყვარელ ემიგრანტებს ! მინდა გითხრათ რომ თითოეული თქვენგანი ძალიან ძვირფასები ხართ სამშობლო საქართველოსათვის! პირადად ჩემთვის! არ შეშინდეთ ჩემო ძმებო, დებო, შვილებო, დედებო, მამებო, ბებიებო, ბაბუებო, ხვალინდელი დღე არის ჩვენი, ხვალინდელი დღე არის დიდი გამარჯვების, ჩვენი ერთად ყოფნის, ერთმუჭად გაძლიერებისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის წარმატების მომტანი ბრძოლის! მე თქვენ მოგეცით პირობა, რომ სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს ეს, აუცილებლად და ძალიან მალე მოვესწრებით ისეთ საქართველოს, რომლის უკეთესი მომავლისათვის მშენებლობაში, ყველანი ერთად და აქ, საქართველოში დავიწყებთ ზრუნვას! არცერთი ემიგრანტი სამშობლოს გარეთ, ყველას ღირსეული დაბრუნება სამშობლოში და ღირსეული, ადამიანური ცხოვრება! მიყვარხართ სათითაოდ ყველანი, ჩემი სიცოცხლე შემოგევლოთ, სამშობლოს დანატრებულნო! მალე ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება!!უფალმა დაგლოცოთ , გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! მოგანიჭოთ ჭეშმარიტი რწმენა და სიყვარული! ჩვენთან არს ღმერთი”,-წერს პაატა შავაძე სოციალურ ქსელში


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close