ALL დაიჯესტიNews დაიჯესტიPOSTS დაიჯესტი

COVID-19 ეპიდემიის განვითარების პროგნოზი უახლოესი კვირების განმავლობაში!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დროითი მწკრივების ანალიზის ჯგუფის მიერ გუშინ დაწყებული მიმდინარე 2 კვირის ანალიზი დღეს შეივსო დამატებითი შედეგებით, რაც უფრო სრული სურათის დანახვის საშუალებას იძლევა. ამიტომ, გუშინ გაზიარებულ კომენტარს ჩასწორებებით და დამატებებით გთავაზობთ.

1) ჩვენი ჯგუფის მიერ არჩეული და შემოთავაზებული ტაქტიკა, რომ ნაცვლად მხოლოდ ერთი, ე.წ. ვაშინგტონის მოდელით ოპერირებისა, მიზანშეწონილია ასევე სხვა რამდენიმე წამყვანი კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებული მოდელის კომბინირებულად გამოყენება, არის ეფექტური და იძლევა კონკრეტულ დადებით შედეგებს!

2) უფრო მეტიც, როგორც მიმოხილვაში წარმოდგენილი გრაფიკები აჩვენებს, გარდა IHME (ვაშინგტონის) მოდელისა 4 სხვადასხვა მოდელი გვაძლევს თვისობრივად ერთნაირ დინამიკურ სურათს და მისი ერთიანი დასკვნა არის, რომ დანამდვილებით ვიმყოფებით შემთხვევების კლების ზონაში.

მაშინ როცა, ვაშინგტონის მოდელი აცდენილია ამ საერთო სურათისგან და სავარაუდოდ მისი შიდა მათემატიკური მოდელური ხარვეზებიდან გამომდინარე აჩვენებს რადიკალურად განსხვავებულ სურათს (მიმდინარე და მომავალი კვირის დროს მოსალოდნელ ზრდას), რაც არც დანარჩენი მოდელების შედეგებს და, ასევე რაც მთავარია, არც რეალურად დაკვირვებულ მონაცემებს ეთანხმება.

აღნიშნული განსხვავება როგორც ჩანს არის ამ მოდელის სერიოზული ხარვეზების ბრალი. როდესაც კლების ფაზაა, ასეთი აცდენა და რეალობისგან ჩამორჩენა (ნაკლებ სენსიტიურობა) შედარებით ნაკლებ რისკებს შეიცავს. თუმცა, მაინც არასწორი სტრატეგიის და დასკვნებისკენ უბიძგებს ეპიდემიის მართვისას. მაგრამ, ეს განსხვავება განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება გახდეს იმ შემთხვევაში, როცა არსებული რეალობა (და სხვა მოდელები) მიუთითებს, რომ მოსალოდნელია მორიგი ზრდის ტალღა, და ამ დროს ვაშინგტონის მოდელი ამას აცდენილი შეიძლება აღმოჩნდეს და გასატარებელი ზომები ამის გამო დაგვიანდეს. ამიტომ, მთავარი დასკვნა, დღევანდელი ანალიზის არის, მხოლოდ ვაშინგტონის მოდელზე დაყრდნობა არის არასანდო და სამომავლოდ პოტენციურად სახიფათო!

ამავე დროს ჩვენი და მსოფლიო წამყვანი ქვეყნების პრაქტიკაში დღეს გამოყენებული სხვა მოდელები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის უფრო საიმედო, ადექვატური და თანმიმდევრული მართვის საშუალებას იძლევა, მაღალი ალბათობით. ამიტომ, უნდა გამოყენებულ იქნას აღნიშნული მოდელები, რათა მომავალში შესაძლო ზრდის ახალი ტალღა არ გამოგვეპაროს!

3) ახალი შედეგების მიხედვით (ეს საკითხი ბატონებთან დავით თარხნიშვილთან და რამაზ ხომერიკთან საინტერესო დისკუსიის შედეგად წარმოიშვა), ასევე წარმოდგენილ იქნა საქართველოში ფარული ინფიცირების მასშტაბების შეფასება, ორი სხვადასხვა მოდელის მიხედვით. ამ ორი შედეგის გათვალისწინებით, და ასევე იმის მხედველობაში კიდევ ერთხელ მიღებით, რომ ვაშინგტონის მოდელით გამოთვლილი რიცხვი შეიძლება ხასიათდებოდეს გარკვეული ხარვეზებით, სავარაუდოდ იმ ადამიანთა საერთო რაოდენობა ვინც უკვე გადაიტანა დაავადება (ვისაც ოფიციალურად დაუდასტურდა + გადაიტანა, მაგრამ არ არის რეგისტრირებული) ალბათ შეფასებით უნდა იყოს 800 000 ის ფარგლებში.

4) პირველ პუნქტში აღნიშნული კვლევითი ტაქტიკის კვალდაკვალ, ჩვენს მიერ წინა კვირაში გაკეთებული პროგნოზი ზედმიწევნით ზუსტად გამართლდა, რაც გამოყენებული მიდგომების სანდოობაზე მიგვითითებს.

5) ეპიდემიოლოგიური პროცესის მიმდინარე სიტუაციის ანალიზი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ახალი პროგნოზი მიმდინარე და შემდეგი კვირისთვის, რომ თუკი არსებული მაკონტროლებელი პირობები შენარჩუნდება, მაშინ გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა კიდევ დაახლოებით 30% ით მოიკლებს ორივე კვირაში (იხილეთ გრაფიკი მიმოხილვაში).

6) მიუხედავად დაწყებული კლებისა, ყველა პროცენტული მაჩვენებლით (გარდა სიკვდილიანობის შემთხვევებისა) ჯერ კიდევ ვართ კატასტროფულ ზონაში, მაგრამ საბედნიეროდ აღარ ვიმყოფებით იმ ჰიპერკატასტროფულ ნიშნულებზე რაც 3 კვირის წინ გვქონდა. ამიტომ, მიმდინარე შეზღუდვები უნდა გაგრძელდეს სიტუაციის სრულ ნორმალიზებამდე. ამ მიმართებით, ჩვენი მიმდინარე მდგომარეობის უფრო დეტალური ანალიზი გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში.

COVID-19 ეპიდემიის განვითარების პროგნოზი უახლოესი კვირების განმავლობაში
COVID-19 ეპიდემიის განვითარების პროგნოზი უახლოესი კვირების განმავლობაში

.

დროითი მწკრივების ანალიზის ჯგუფი

გიგაღოღობერიძე,ასოცირებულიპროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge

ბიძინაშერგელაშვილი,ასოცირებულიპროფესორი, bidzina.shergelashvili@iliauni.edu.ge

ნათია კევლიშვილი, დოქტორანტი, natia.kevlishvili.1@iliauni.edu.ge

მიხეილ სულიკაშვილი, მაგისტრანტი, mikheil.sulikashvili.1@iliauni.edu.ge

კატო წულაძე, მაგისტრანტი, ekaterine.tsuladze.2@iliauni.edu.ge

მონაცემების მოწოდებისთვის დიდი მადლობა გივი მომცელიძეს


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close