News დაიჯესტი

კორონავირუსის სამკურნალოდ უკვე დადგენილი მედიკამენტი საქართველოში თავისუფლად იყიდება და 1 აბი 83 თეთრი ღირს!!!

საქართველოს აფთიაქებში, იყიდება მედიკამენტი სახელად “პლაკვენილი – ჰიდროქსილქლოროქსინი”.

ამ პრეპარატზე ფრანგმა ექიმებმა გასცეს რეკომენდაცია და იგი დაასახელეს ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ საშუალებად. მეტიც, აშშ-ის შესაბამისმა სამსახურმა გუშინ ნებართვა გასცა “პლაკვენილის”  გამოყენებაზე და ამ საკითხს დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგიც მიუძღვნა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს.

„მოხდა საინტერესო რამ, გუშინ გამოქვეყნდა ფრანგების რეკომენდაციები, სადაც მათაც „პლაკვენილი” დაასახელეს ამ დაავადების, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ. კიდევ მოხდა უფრო მნიშვნელოვანი რამ, ტრამპი გამოვიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ს ოფიციალურ რეკომენდაციებს და ექსპერტების რჩევას და როგორც პრეზიდენტი, თავის თავზე იღებს, რომ ეს მედიკამენტი – „პლაკვენილი” პრეზიდენტის ბრძანებით დაუშვას გამოსაყენებლად, ანუ მისი გამოყენება გახადოს ლეგიტიმური”, – განაცხადა ცერცვაძემ.

“პლაკვენილი” აქამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მალარიის საპროფილაქტიკო დანიშნულებით გამოიყენებოდა. ამ მომენტისთვის სააფთიაქო ქსელში წამალი თავისუფალ გაყიდვაშია და 60 აბის ფასი, 49 ლარი და 63 თეთრია. შესაბამისად, გამოდის, რომ კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის 1 ცალი აბი 83 თეთრი ღირს.

http://resonancedaily.com/


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close