News დაიჯესტი

ჰარვი ვაინშტაინს საპყრობილეში კორონა ვირუსი დაუდგინდა

ციხეში მყოფი, ყოფილი ჰოლივუდელი  პროდიუსერის  და  სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული ჰარვი ვაინშტაინის ტესტი კორონა ვირუსზე (COVID-19)  დადებითია.

ნიუ – იორკის შტატის სასჯელაღსრულების ოფიცრებისა და პოლიციის კეთილდღეობის ასოციაციის პრეზიდენტის, მაიკლ პაუერსის, განცხადებით, ამჟამად  ის იზოლაციაში იმყოფება.

 

ვაინშტაინი დამნაშავედ იქნა ცნობილი გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში და  11 მარტს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მისმა ადვოკატებმა კი  პირობა დადეს, რომ გაასაჩივრებენ ამ განაჩენს.

 

ვაინშტაინი ამჟამად ნიუ-იორკში არსებულ Wende-ს საპყრობილეში იმყოფება , ბუფალოს მახლობლად, ნიუ – იორკის მაღლა.

გარდა ვაინშტაინისა კორონავირუსით ინფიცირებულია კიდევ  ორი პატიმარი. „ კვირას დაწესებულებაში ვირუსის საწინააღმდეგო ტესტირება მათ დადებითად დაუდასტურდა“, -ამის შესახებ, როიტერს განუცხადა ოფიცერმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.

 

ხოლო მისტერ პაუერსმა კი განუცხადა როიტერს, რომ თანამშრომლების რამდენიმე წევრი იყო კარანტინირებული. მან გამოთქვა სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლების გამო  შეშფოთება, რომელთაც  მისი თქმით, სათანადო დამცავი მოწყობილობა არ აქვთ.

 

ვაინშტაინის  ადვოკატმა კი  განაცხადა, რომ მისი იურიდიული გუნდი არ იქნა  ინფორმირებული  ჰარვის კორონავირუსის დიაგნოზის შესახებ.

 

გავრცელებული ცნობებით, ის სწორედ მაშინ დაინფიცირდა, როდესაც რაიკერის კუნძულზე არსებული წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ნიუ-იორკის საპყრობილეში გადაყავდათ.

სადაც მას  ასევე  მკურნალობდნენ გულის პრობლემებზე .

ვაინშტაინს  სასამართლომ   მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება  და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.

ვაინშტაინს სექსუალური ძალადობის საქმე მირიამ ჰელეის ჩვენების საფუძველზე დაუმტკიცდა. ის ამბობდა, რომ 2006 წელს ჰარვი ვაინშტაინმა ორალური სექსი აიძულა. გაუპატიურების საქმეზე კი უცნობია ვინ იყო მომჩივანი.

 

2017 წლის ოქტომბრიდან, ვაინშტაინის წინააღმდგ  ათობით ქალი წარადგენდა  ბრალდებას სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების შესახებ, ხოლო 2020-წლის 11 მარტს კი,ჰარვი ვაინშტაინს , 23 წლით პატიმრობა მიესაჯა.

 

წყარო: https://www.bbc.com/ www.reuters.com

მოამზადა

რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close