News დაიჯესტი

“ამ წუთას დასრულდა ოპერაცია, იმედები არის “,-კოკო გამსხურდია

კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია ახლახანს დასრულდა, დაახლოებით ( საღამოს 12 -საათისკენ).” იმედები არის, თუმცა მდგომარეობა არის მძიმე.  ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა ისეთი, ვინც უშუალო მომსწრე იქნებოდა ამბისა”.

მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას ორი შემავალი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული, ხოლო თავის არეში აქვს რამდენიმე დაზიანება , დაცემით, ბლაგვი საგნის ჩარტყმით მიყენებული.

თუმცა ჯერჯერობით ვერ საუბრობენ  მდგომარეობის სტაბილურობაზე, “იმედები არის  და მთავარი სიტყვა ექიმებმა უნდა თქვან”,-კონსტანტინე გამსახურდია.

„დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი. ამ მიდამოში აღენიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი, გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები“. ამასთან, ექიმის განმარტებით, გამსახურდიას დაზიანებული აქვს ფილტვის ზედა მხარე და აქვს ჰაერისა და სისხლის დაგროვება პლევრის [გულ-მკერდის] ღრუში (ანუ ჰემოპნევმოთორაქსი),- აცხადებს ქირურგი, რომელმაც ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია გაუკეთა.

ქირურგის თქმით, მან და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს თორაკოტომია [ანუ გულ-მკერდის ღრუს ოპერაცია] და გამსახურდიას სისხლდენა შეუჩერეს.

„ახლა პაციენტი ჩამოყვანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტში, რადიოლოგიურ დეპარტამენტში, სადაც ჩაუტარდება თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრაფია. ვნახავთ დაზიანების ხარისხს და ამის შემდეგ ნეიროქირურგი გადაწყვეტს, საჭირო იქნება დამატებით ნეიროქირურგიული ოპერაციის გაკეთება თუ არა“.

„მდგომარეობა სერიოზულია, მძიმეა. პოლიტრავმა მძიმე პათოლოგიაა. პაციენტი ინტუბირებულია, სუნთქვის პროთეზირება უტარდება ასე რომ, ცხადია, მეტიკამენტოზურად არის მისი ცნობიერება დაბინდული“, – დასძინა მან.შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია დღეს საღამოს დაჭრეს. ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს და მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close