ALL დაიჯესტი

“ცხვირის კორექცია,ოპერაციის გარეშე “უსისხლო რინოპლასტიკა” პირველ ადგილზეა”,-ვერა(ხატია) ბედინაშვილი

„კავკასიური გენის გათვალისწინებით საქართველოში პლასტიკურ ქირურგიაში პირველ ადგილზე ცხვირის კორექციაა. თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში კი შეიქმნა ცხვირისკორექციის ახალი

მეთოდი – „უსისხლო რინოპლასტიკა ფორმის შესაცვლელადგამოიყენება ჰიალურონის მჟავის შემცველი პრეპარატები,რამაც ფაქტიურად ჩაანაცვლა ძველი ქირურგიული მეთოდი “,- აცხადებს ჩვენთან საუბარში, ექიმი-კოსმეტოლოგი, ( ლაზეროთერაპევი და ინექციების სპეციალისტი,პლაზმათერაპიის, მეზოთერაპიის ბიოევიტალიზაციის, ბოტოქსის, ტუჩის აუგმენტაციის, ცხვირის კოსმეტიკური პლასტიკის, მეზო და აფტო ძაფებზე მუშაობის  სპეციალისტი), ვერა(ხატია) ბედინაშვილი. 

როგორც ექიმი-კოსმეტოლოგი ვერა(ხატია) ბედინაშვილი გვიხსნის,  თუ ადრე მხოლოდ რინოპლასტიკის მეთოდს მიმართავდნენ ძირითადად, დღეს მცირე ინვაზიური მეთოდები მიიჩნევა უკანასკნელ ტრენდად, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას არ მოითხოვს და ფილერის მეშვეობით, შეგვიძლია ცხვირის ფორმის რადიკალურად შეცვლა: კეხის დამალვა, ნესტოების გასწორება და ცხვირის წვერის ფორმის შეცვლაც კი. თუმცა, შეუძლებელია ცხვირის პარამეტრების დაპატარავება და ძგიდის გამრუდებით გამოწვეული პრობლემების მკურნალობა.

 თუმცა ექიმი იქვე დასძენს, რომ მას ეს მეთოდი დიდი ხნის უკან ქონდა გამოყენებული და ყველა სიახლე რომელიც მას კოსმეტოლოგიაში დაუნერგავს პირველ რიგში საკუთარ თავზე გამოუცდია და პრაქტიკული გამოცდის გარეშე მას არცერთი პროცედურა არ ჩაუტარებია.

აქვე მინდა დავსძინო, რომ ამის შესახებ, მას შემდეგ გავიგე რაც მასთან მისულმა ცხვირის კორექციის პროცედურისთვის,  შევჩივლე, რომ პირველი პროცედურა ესთეტიკურ ცენტრ „ ლოტუსში“ მქონდა გაკეთებული და საკმაოდ სოლიდური თანხაც გადავიხადე, თუმცა შედეგი გახლდათ უმნიშვნელო.

პირველი ნიშანი იმისა, რომ ვიყავი საიმედო და პროფესიონალი ექიმის ხელში, ვიგრძენი მას შემდეგ რაც ექიმმა გამაყუჩებელი მალამო წამისვა.

რადგან გამაყუჩებლის შემდეგ  ნემსით ფილერის შეყვანა არც კი იგრძნობა.

ცხვირის კორექციის ახალი მეთოდი – „უსისხლო რინოპლასტიკა მისწრებაა ისეთი ადამიანებისთვის ვინც ნარკოზის ან სხვა შიშების გამო ვერ გარისკა ოპერაციის გაკეთება.

ამიტომაც საბედნიეროდ ჩემთვის პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ, მეორე აღმოჩნდა გასაოცრად ეფექტური და  შედეგიანი „ელიზ ესთეტიკში“ ექიმ  ვერა(ხატია) ბედინაშვილთან.

ფილერის ეფექტი 8-დან 12 თვემდე ნარჩუნდება.

ექიმი მიხსნის, რომ ამ პროცედურის დროს, მთავარია სწორად შეირჩეს საჭირო პრეპარატი. აუცილებლად უნდა გამოიყენებოდეს ჰიალურონის მჟავა. ფილერის უპირატესობა ისიც გახლავთ, რომ თუ შედეგით კმაყოფილი არ ხართ, მარტივი ინექციით შეგიძლიათ ჰიალურონის მჟავა კანის შიდა შრეებიდან გამოდევნოთ. რეკომენდებულია თავი ავარიდოთ ორთქლის საუნას, 2 კვირა არ ვატაროთ სათვალე და უარი ვთქვათ მასაჟზე.

ცვლილება პროცედურის დასრულებისთანავე იქნება შესამჩნევი, ხოლო საბოლოო შედეგი ერთი კვირის განმავლობაში მიიღწევა.

კლინიკა „ელიზ ესთეტიკში „ გამოყენებული ჰიალურონის მჟავის ყველა პრეპარატი ბიოთავსებადია – არ იწვევს  ალერგიას და გაღიზიანებას.

ექიმი ხატია ბედინაშვილი იქვე დასძენს, რომ პროცედურის განვითარების  სხვადასხვა პერიოდში ფილერებად  სხვადასხვა ნაერთებს იყენებდნენ.

მისი თქმით: დღეისთვის არსებობს შემდეგი სახის ფილერები:

პერმანენტული ფილერი – თხევადი სილიკონი, ან ბიოპოლიმერული გელი. დღეს ამ პრეპარატებს იყენებენ მხოლოდ ტრავმის შემდგომი დეფექტის შესავსებად;

ხანგრძლივმომქმედი ფილერი – სინთეზურ-ბიოლოგიური ნაერთი, რომელიც დღეს თითქმის აღარ გამოიყენება.

დროებითი მოქმედების ფილერი – ბიოდეგრადირებადი ნივთიერებების ნაერთი. „მას ნაკლები გვერდითი ეფექტი აქვს, ვიდრე ზემოთჩამოტვლილებს, მაგრამ მისი მოქმედების ხანგრლივობა შეზღუდულია; ასეთ ფილერებს განეკუთვნება საკუთარი ორგანიზმიდან სპეციალური ლაბორატორიული მეთოდებით მიღებული ცხიმი, კოლაგენის გელი; დღეს მსგავსი პრეპარატებიც შეღუდულად გამოიყენება“, განმარტავს იგი.

„ჰიალურონის მჟავის პრეპარატები, რომელიც ორ კლასად იყოფა, ცხოველური წარმოშობის, რომლებიც ხშირად იძლევა ალერგიულ რეაქციებს, მოქმედების ხანგრძლივობა  6 თვემდეა  და დღეს ყველაზე ეფექტური, უსაფრთხო და  პოპულარული – არაცხოველური წარმოშობის ჰიალურონის მჟავის პრეპარატებიჰიალურონის მჟავა არის კანის ბუნებრივი კომპონენტი, რომელიც განაპირობებს კანის ტენიანობას და ელასტიურობას.არაცხოველური წარმოშობის ჰიალურონის მჟავის პრეპარატები  არ იწვევენ ალერგიულ რეაქციებს და გვერდით მოვლენებს, მათი მოქმედების ეფექტი გრძელდება ქსოვილში პრეპარატის კონცენტრაციიდან და გელის სიბლანტიდან გამომდინარე 6 თვიდან 2 წლამდე“,- აცახდებს ექიმი , ხატია ბედინაშვილი.

გარდა ამისა როგორც ის აცხადებს , გამოიყენება:

ნაოჭების შესავსებად და ვიზუალურად მათ გასაქრობად ( მსხვილი, საშუალო და წვრილი ნაოჭები) ტუჩების, თვალის გარშემო, ცხვირ-ტუჩის, შუბლის არეში;

როგორც შემავსებელი-მოცულობითი ეფექტის მისაღებად ტუჩის, ყვრიმალის, ნიკაპის მიდამოში, სახის ოვალის კორექციისთვის, ტუჩის კუთხის, თვალის კუთხის და წარბის ასაწევად; ქვედა ქუთუთოს კორექციისთვის.

გარდა შემავსებლის ფუნქციისა, ჰიალურონის მჟავა იწვევს წყლის შეკავებს და კოლაგენის  გამომუშავების გააქტიურებას, შესაბამისად კანი დროთა განმავლობაში ხდება უფრო ტენიანი და ელასტიური, ხოლო პრეპარატის გაწოვის შემდეგ  ნაკლები ინტენსივობის ნაოჭი რჩება.

პროცედურა ტარდება წინასწარ მომზადებულ (დამუშავებულ) კანზე,  პრეპარატის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. პრეპარატი შეგვყავს  სპეციალური კანულით, ქსოვილის ნაკლები ტრამვატიზაციის მიზნით, თუმცა შესაძლებელია მისი შეყვანა მიკროინექციებითაც.

ამ პროცედურის დროს, მთავარია სწორად შეირჩეს საჭირო პრეპარატი. აუცილებლად უნდა გამოიყენებოდეს ჰიალურონის მჟავა. ფილერის უპირატესობა ისიც გახლავთ, რომ თუ შედეგით კმაყოფილი არ ხართ, მარტივი ინექციით შეგიძლიათ ჰიალურონის მჟავა კანის შიდა შრეებიდან გამოდევნოთ. რეკომენდებულია თავი ავარიდოთ ორთქლის საუნას, 2 კვირა არ ვატაროთ სათვალე და უარი ვთქვათ მასაჟზე.

ცხვირის კორექციის ახალი მეთოდი – „უსისხლო რინოპლასტიკის

უპირატესობები:

უსაფრთხო

უმტკივნეულო

არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს

არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს

აქვს მომენტალური ეფექტი

პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ; პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რითმს უბრუნდება, პროცედურის დასრულებისთანავე.

პროცედურის ხანგრძლივობაა – 1 საათი
ეფექტის ხანგრძლივობა – 8 თვიდან 2 წლამდე

ექიმ ვერა(ხატია) ბედინაშვილითან  კონსულტაციაზე შეგიძლიათ ჩაეწეროთ შემდეგ მის: თბილისი, გაგარინის ქ.25 მობ: 599-79-12-06 

 

მოამზადა

რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close