ALL დაიჯესტი

იტალიაში ფორთოხლის ზომის სეტყვა მოვიდა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ძლიერი სეტყვა მოვიდა. როგორც იტალიური სააგენტო „ანსა“ წერს, ფორთოხლის ზომის სეტყვა აბრუცოს რეგიონის დასახლება პესკარაში მოვიდა. დაშავებულია 18 ადამიანი. მათ ძირითადად თავისა და სახის დაზიანებები აქვთ. ზოგიერთ მათგანს ნაკერების დადება დასჭირდა. მსხვილმა სეტყვამ ასევე დააზიანა ავტომობილები და სახლები.

ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ პესკარაში დაიტბორა საავადმყოფოს პირველი სართული, რის გამოც სამედიცინო დაწესებულება შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს. დაიტბორა ასევე საავადმყოფოს ავტოსადგომი, სადაც წყლის დონე 2 მეტრს აღწევს.

1tv.ge

Show More

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close