ALL დაიჯესტი

6 პოსტი ფეისბუქზე, რომელიც თქვენს მდაბიოებაზე მიანიშნებს! (5 ფოტო)

სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდებით ადამიანების ისეთ ქცევებს, რომლებიც ჩვენთვის ცოტა მომაბეზრებელია, ხოლო ფსიქოლოგთა თქმით, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ პოსტის ავტორს თვითშეფასების პრობლემები აქვს.
 
1. სარკის წინ გადაღებული ძალიან ბევრი სელფი


ბრუნელის უნივერსიტეტის (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და არკანზასის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სარკის წინ სელფის გადაღებისა და მისი უსწრაფესად გამოქვეყნების მოყვარულ ადამიანებს, სულ ცოტა, საკუთარი თავის რწმენა არ აქვთ. მათ მოწონებებისა და კომენტარების სახით მუდმივი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

2. პოსტები მდიდრული და ძვირი საყიდლების შესახებ

ამგვარ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მათი ცხოვრების წესი ძალიან კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ სოციალურ ქსელებში თავიანთი მეგობრების მხრიდან მხარდაჭერა სჭირდებათ. ამგვარი ქცევა იმაზე მიუთითებს, რომ პიროვნებებს ადეკვატური თვითშეფასების პრობლემა აქვთ ან თავს იმად აჩვენებენ, ვინც სინამდვილეში არ არიან. ძვირფასი ნივთების ყიდვა მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა რომ იყოს, მაშინ ინტერნეტში ამგვარი ინფორმაციის გამოქვეყნების სურვილი არ ექნებოდათ.

3. თხოვნა: „მოიწონეთ ან კომენტარი დაწერეთ და მაშინ მე…”
ადამიანები, რომლებიც მსგავს თხოვნებს წერენ, უმწიფრობის მაღალ დონესა

 

და ბავშვურ ქცევას ავლენენ. ისინი რეალურ ცხოვრებაში ხშირად კომუნიკაციის პრობლემებს აწყდებიან და ამის კომპენსაციას ინტერნეტში ცდილობენ. ყოველ შემთხვევაში, მათ ჰგონიათ, რომ ეს დაეხმარებათ.

4. საკვების ფოტოს გამოქვეყნება

ძნელი სათქმელია, რატომ უჩნდება სურვილი ადამიანს, თავისი სადილის ან ვახშმის ფოტო გამოაქვეყნოს. საკვების მიღების პროცესი, როგორც ძალიან ინტიმური ქცევა, საქვეყნოდ არ უნდა გააზიაროთ.

5. შენიღბული კრიტიკის გამოქვეყნება
ასეთი ადამიანები ძალიან განიცდიან, რას ფიქრობენ მათზე. შენიღბული კრიტიკის გამოქვეყნებით, რომელიც ერთ კონკრეტულ პიროვნებას ეხება, ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრონ. ამგვარი პოსტები დაბალი თვითშეფასების მაჩვენებელია.

6. სპორტდარბაზში ფოტოების გადაღება

ამგვარი პოსტები სპორტდარბაზში წასასვლელად კარგი მოტივაციაა, მაგრამ უფრო ხშირად ამით ადამიანი ცდილობს, ვიღაცას რაღაც დაუმტკიცოს. ქვეცნობიერის დონეზე ეს ყურადღების მიქცევის მცდელობაა, რომლის საფუძველიც მოწონების მოთხოვნილებაა. ეს დაბალი თვითშეფასების კიდევ ერთი სიმპტომია.

იხ.ვრცლად 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close