News დაიჯესტი

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ კომაში მყოფი 17 წლის გოგონას შემთხვევის შესწავლა დაიწყო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 17 წლის გოგონას შემთხვევის შესწავლა დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ  „ექსპრესნიუსს“ რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა.

„ჩვენ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისთვის სასამართლოს ბრძანება გვჭირდება, შუამდგომლობა გაგზავნილია სასამართლოში  და ბრძანების მიღების შემდეგ უკვე კომისიური წესით ადგილზე მოხდება საკითხის შესწავლა. თუმცა მანამდე  ისტორია უკვე გამოთხოვილი გვაქვს და ჯერჯერობით ვართ მხოლოდ ამ ეტაპზე.  დაწყებულია საკითხის შესწავლა“,-განაცხადა ნინო ხუციშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით,  გოგონას რინოპლასტიკის შემდეგ გული გაუჩერდა. ის რეანიმაციაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close