News დაიჯესტი

“გადახასადებს განა იმიტომ ვიხდი,რომ თქვენ მთავრობის ჩინოვნიკებმა შავი ჯიბებით იაროთ,იზრუნეთ, რომ ნაკლები მშიერი და ემიგრანტი იყოს”,-თამაზ ელიზბარაშვილი

თამაზ ელიზბარაშილი: ჩვენმა არჩეულმა მთავრობამ კეთილი უნდა ინებოს და ჩვენი გადასახადებით მიღებული ფული განკარგოს ისე, რომ ნაკლები მშიერი და ემიგრანტი იყოს.

“ერთი მილიონი ადამიანი 3- ნახევარ მილიონიან ერში არის სოციალურად დაუცველი და 700 ათასი არის ემიგრაციაში. ემიგრაციაში ადამიანი მიდის, როცა აქ ვერ შოულობს ლუკმა-პურს. ბიზნესი რომ ვითარდებოდეს როგორც თქვენ ბრძანებთ, მაშინ აქ იქნებიან თავიანთ შვილებთან, რადგან ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს. გადასახადებს განა იმიტომ ვიხდი, რომ თქვენ მთავრობის ჩინოვნიკებმა შავი ჯიბებით იაროთ, ჩამოდით და იარეთ ისე როგორც მე დავდივარ 12 ათასიანი მანქანით დავდივარ, რომელიც მილიონებს ვიხდი გადასახდებს. თქვენ ვერ გაამართლეთ ჩვენი იმედები, ამიტომ არ აგვირჩევიხართ, ემიგრანტებს მივმართავ ! იქ კი არ უნდა წასულიყავით,  არამედ აქ უნდა გამოსულიყავით, აი ამიტომ არ  ვუყვარ მე ქართულ ოცნებას!”

ამ სიტყვებით ქართველმა ცნობილმა  ბიზნესმენმა, რომელიც ასევე სოციალურად აქტიური ადამიანი გახლავთ,  თამაზ ელიზბარაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” ქართული ოცნების წარმოამდგენელს მიმართა, რაზეც დარბაზში მსხდომა ადამიანებმა ტაშით უპასუხეს !  იხ. ვიდეო დაწვრილებით. 

მოამზადა

რუსა გვაზავა

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close