პოლიტიკა

მოლდოვა რუსეთს, ოკუპაციის გამო, მილიარდებს მოსთხოვს

მოლდოვა რუსეთის ხელისუფლებისთვის, დნესტრისპირეთში სამხედრო ძალების ყოლის გამო, რამდენიმე მილიარდდოლარიანი ანგარიშის წარდგენას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის სპიკერი ანდრიან კანდუ აცხადებს.

“ვფიქრობთ, რომ დნესტრისპირეთში მყოფი 2 ათასი რუსი სამხედრო საოკუპაციო ძალას წარმოადგენს. რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები. ვაპირებთ დავიქირაოთ უცხოური იურიდიული კომპანია იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ის ზარალი, რაც, რუსეთის დნესტრისპირეთში 25-წლიანი ყოფნის გამო, მოგვადგა. ანგარიში მილიარდობით დოლარში განისაზღვრება“, – განმარტავს კანდუ.

მისი თქმით რუსი სამხედროები, რომლებიც არაღიარებული დნესტრისპირეთის არმიასთან ერთად ერთობლივ წვრთნებს ატარებენ, მოლდოვასთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

“ეს ისეთივე უკანონობაა, როგორიც აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება“, – აცხადებს პოლიტიკოსი და იმედოვნებს, რომ ეს საკითხი საერთაშორისო დონეზე განიხილება.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close