ALL დაიჯესტი

„ბავშვობიდან მინდოდა კანონთან მქონოდა შეხება „-ნათია შათირიშვილი

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ევროპული განათლების აკადემი    ბიდისი    2006 წელს დაარსდა და უკვე 12 წელია რაც ფუნქციონირებს.

აკადემი  ბიდისი    საგანმანათლებლო სფეროში საკმაოდ მაღალი ნდობითა და სტანდარტებით გამოირჩევა.

ევროპული განათლების აკადემია ბიდისი „  არის ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც გამოსცადა დრომ და მისი დევიზია : გახდი გამორჩეული კანდიდატი  (,,Be Different Candidate “).

აკადემიის მიზანია თითოეული სტუდენტის ინტელექტუალური, კულტურულ, შრომითი და სულიერ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლების მიცემა.

ამასთან ერთად,  აკადემია ბიდისი „  არა მხოლოდ ზრუნავს მსმენელთა მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციაზე, არამედ ხელს უწყობს მათ პიროვნებად ფორმირებას, რათა მათ შეძლონ, გახდნენ  საზოგადოების სრულფასოვანი წევრნი და მიაღწიონ დასახულ  მიზნებსა და ამოცანებს.

როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ევროპული განათლების აკადემია ბიდისი „  -ის დამფუძნებელ-დირექტორი  ნათია შათირიშვილი, გვიხსნის:  2006  წელი გახლდათ, ის პერიოდი, როცა ქვეყანაში აქტიურად ვითარდებოდა ეკონომიკური სფერო, კერძოდ: საბანკო სისტემა, ბუღალტერია, საფინანსო სექტორი, ასევე ფარმაცევტული ბიზნესი. შესაბამისად, გადამზადებული კადრების  მოთხოვნილებაც გაჩნდა.

დღესდღეობით კი აკადემია პასუხობს ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა მოთხოვნას და ზრუნავს  საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა-განხორციელებაზე მოწვეული მაღალ-პროფესიონალი  აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისაგან შემდგარი გუნდით.

აკადემია ბიდისი, ასევე უზრუნველყოფს საგანმანათლებლოსასწავლო პროცესების განხორციელებას მაღალ ტექნოლოგიური  საჭირო მატერიალური ტექნიკური ბაზით.

ამჟამად აკადემია ანხორციელებს შემდეგ სასწავლო-საგანმანათლებლო კურსებს:  ტურიზმის მენეჯმენტი;( კურსი მოიცავს: ტურიზმის სახეები, მიმართულებები და ტურიზმის ბიზნესის თანამედროვე პრაქტიკა.უცხო ენები: (ინგლისური,რუსული, გერმანული, თურქული და სხვა)მენეჯმენტი : პროექტების წერის შემსწავლელი კურსი, გაყიდვების მენეჯმენტი,ოფის-მენეჯმენტი, HR-მენეჯმენტი,PR-მენეჯმენტი, მარკეტინგის მენეჯმენტი,Call ცენტრი.საბანკო საქმე, ბუღალტერიის შემსწავლელი სრული კურსი თანამედროვე კულინარია, კვების ტექნოლოგიები . კურსის კოორდინატორია მანუელ ფაუნდეს ბარანდა.მედიცინა:სამედიცინო დაწესებულების რეგისტრატორ- ადმინისტრატორის შემსწავლელი კურსი, ტრეინინგი აფთიაქის მენეჯერთათვის , საექთნო საქმე,პირველადი გადაუდებელი დახმარება,ფარმაცია.ჟურნალისტიკა,მეტყველების კულტურა, მეტყველება და კომუნიკაცია.კომპიუტერული პროგრამები .საბავშვო ბაღის აღმზრდელთათვის ვიზაჟის კურსი , მასაჟის კურსი, სტილისტის კურსი.

მას შემდეგ რაც სასწავლო ცენტრი გაფართოვდა და მიიღო ის სახე რომელიც მას აქვს აკადემიამ დაიწყო აქტიური მოლაპრაკებები სახელმწიფო სტრუქტურებათან კადრების სტაჟირება- კვალიფიკაციის საკითხებზე და ასევე აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები დამსაქმებლებთან, კურსდამთავრებულთა სტაჟირება დასაქმების საკითხებში.

 „ესენი გახლდათ კერძო კლინიკები, ტელევიზიები, ბანკები, მიკრო -საფინანსო, ფარმაცევტული კომპანიები და სხვა. თავიდან ჩვენ ვუკავშირდებოდით მათ კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით, ხოლო  მოგვიანებით კი დამსაქმებლები თვითონ გვიკავშირდებოდნენ, რომ მიგვეწოდებინა თანამედროვე სტანდარტებით გადამზადებული  კადრები“,-აცხადებს „ბიდისი“-ის დირექტორი.

 როგორც იგი განმარტავს, ეს პროცესი დღემდე ასე გრძელდება უკვე წლების განმავლობაში. „როდესაც რომელიმე კომპანიაში, ტელევიზიაში, აფთქიაში, საფინანსო კომპანიაში ან სხვაგან მივდივარ და ვხედავ, რომ ჩვენი მსენელია იქ დასაქმებული ძალიან ბედნიერი ვარ,რადგან  ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია“,-აცახდებს ნათია შათირიშვილი. თანამედროვე მოთხოვნების და სტანდარტების მიხედვით იცვლება ასევე ტრეინინგ-კურსები „ბიდისი“ აკადემიაში.

ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი რესურსით  დაიწყო.  თუმცა, როგორც ნათია შათირიშვილი აღნიშნავს  მეუღლე ყოველთვის  გვერდით ედგა.

„წარმატება კი  დაუღალავი შრომითა , უძილო ღამეებით და  უფლის წყალობით მოვიდა  და აუცილებლად  პროფესიონალიზმთან ერთად აუცილებელია ძალაც და ენერგიაც. პირველი ნაკადი კი  იმაზე დიდი იყო ვიდრე წარმომედგინა, ახლა მსენელთა რაოდენობა ,ზოგადად არის გაცილებით ნაკლები ამას ვაღიარებ, რომ მსურველი სწავლის არის გაცილებით მეტი, მაგრამ შესაძლებლობა ფინანსური აქვთ ნაკლები. ამიტომაც გვაქვს ფასდაკლებები, ვარიგებთ ვაუჩერებს და ასე შემდეგ, თუ ოჯახიდან არის რამდენიმე წევრი გვაქვს შეღავათები, ხშირად უთქვამთ ამდენი წელია მუშაობთ და რატომ არ გაქვთ უფრო მაღალი ფასები, ვიცი რომ ვერ შეძლებენ მსმენელები,  ამიტომ არ ვწევ ფასებს,“-აცხადებს ნათია შათირიშვილი.

მისი თქმით, ხანდახან ისეც კი მომხდარა, რომ მსმენელს თანხა არ ჰქონია სწვალის საფასურის და თვითონ გადუხდია.

ხოლო აკადემია ბიდისი„    გორის ფილიალში  შმმ კადრები  გადიან გადამზადებას გორის მერიის დაფინანსებით და ბიდისიმ მათ უფასოდ დაუთმო  საოფისე ფართი და ტექნიკა.  „ეს გახლავთ ბიდისი„    ერთ-ერთი ქველმოქმედება  და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ,ასევე გვყავს  სოციალურად დაუცველები“,-აცხადებს ნათია შათირიშვილი.

ხოლო პიარი – საზოგადოებასთან ურთიერთობას  და ჟურნალისტიკას  თბილისში და გორშიც ცნობილი ჟურნალისტი და პროფესორი  ლალი მოროშკინა ასწავლის.

ლევან ღვინჯილია კი  ასწავლის მეტყველებას. აკადემიაში თითქმის ყველა კურსზე ასწავლიან   წარმატებული და  მოქმედი სპეციალისტები.

აკადემიას ასევე აქვს  გაფორმებული ხელშეკრულება ათენში „ქარულ სახლთან „ რომლის ხელმძღვანელი გახლავთ, დარეჯან  ღამბაშიძე.  როგორც კი ჯგუფი იკრიბება ათენში „ ბიდისიდან“  წარმატებული სპეციალისტები ჩადიან ტრენინგ-კურსების ჩასატარებლად.

აკადემიას ასევე აქვს შეღავათი ემიგრანტებისთვის 50 პროცენტიანი ფასდაკალება სასწავლო კურსებზე,შემდგომი დასაქმების ხელშეწყობით, „ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

რაც შეეხება უცხოელ სტუდენტებს  გამომდინარე იქედან, რომ მათ აიდი ბარათები სჭიდრებათ, ძირითადად  უნივერესიტეტებში მიდიან სასწავლებლად, თუმცა აკადემიაში რამოდენიმე უცხოელი მაინც გადის ენის კურსებს  და სწავლობენ ქართულ ენას.

ხოლო შეკითვაზე რატომ აირჩია იურისტის პროფესია ნათია შათირიშვილი პასუხობს , რომ ბავშობიდან მოსწონდა და ჰქონდა სურვილი კანონთან შეხების. ასწავლიდა და კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში , ხოლო შემდეგ გახლდათ რამდენიმე კერძო სასწავლებლის დეკანი და რექტორი. არის  ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი , მათ შორის:  ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, „გურულები რეგიონის განვითარებისთვის“( დაფმუძნებელი),“ბრიტანული სახლის“, „ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის“,  ერთ-ერთი დამფუძნებელი .სოციალ- დემოკრატ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებლი, ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის გენერალური  მდივანი  და სხვა.

ნათია შათირიშვილს ყავს სამი შვილი , უფროსი შვილი 16 წლისაა და როგორც თავად ამაყობს უყვარს წიგნები და არ არის მხოლოდ ინტერნეტზე დამოკიდებული და აქვს საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა. ნათია შათირიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ რატომღაც საქართველოში მიაჩნიათ, რომ წარმატებულ ქალს წარმოუდგენელია ქონდეს მყარი ოჯახი, არადა როგორც თავად აღნიშნავს, იმყოფება საკმაოდ  წარმატებულ ქორწინებაში და პირიქით მეუღლე აძლიერებს და ეხმარება ბიზნესის მართვაში.

კაბინეტში სადაც ინტერვიუ  ჩავწერე საკმაოდ ბევრი დიპლომი მადლობის სიგელები და სერტიფიკატებია, რაზეც ნათია გვიხსნის, რომ  ეს  სავხადასხვა ჯილდოები სხვადასხვა ორგანიზაციებისგან პირველ რიგში დიდი სტიმულია. „ბოლო გადმომცეს ფილარმონიაში 22 დეკემბერს, ასევე ერთ-ერთი ბოლო გახლადთ „ პერსონა 2017 „ -ის   ჯილდო“,აღნიშნავს იგი.

ხოლო ერთ-ერთი მადლობის სიგელი კი ბავშვთა სოფელ „ Sos“ -ისგან აქვს მიღებული ქველმოქმედებისთვის, რადგან ამ ორგანიზაციის ბავშვებს აკადემია უფასოდ ასწავლის სხვადასხვა კურსებზე.

ევროპული განათლების აკადემია ბიდისი მომავალშიც  ააპირებს საინტერესო პროექტების განხორციელებას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მიმდინარე წელს კომპანია კვლავ აპირებს სტაბილურად და წარმატებით განვითარებას და  ქსელის  გაფართოებას.

რუსა გვაზავა

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close