ALL დაიჯესტი

10 ვარჯიში მხედველობის გასაუმჯობესებლად

Facts.ge გთავაზობთ 10 მარტივი სავარჯიშოსგან შემდგარ კომიქსს, რომელიც დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ თვალების სიფხიზლე და წაგართმევთ მხოლოდ 10 წუთს.

1. 2 წუთის განმავლობაში თვალები ხშირად ახამხამეთ- ეს განაპირობებს თვალიში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

01

2. შეასრულეთ თავის წრიული ბრუნვის მოძრაობა- მარჯვნივ და მარცხნივ, მაღლა-დაბლა. ეს გააქტიურებს სისხლის მიმოქცევას.

3. თვალები მოაქციეთ მარჯვნივ და შემდეგ მზერა გადაიტანეთ სწორ ხაზზე. იგივე გააკეთეთ საწინააღმდეგო მიმართულებითაც.

04

4. თვალები დახუჭეთ და მოდუნდით. ამბობენ, რომ სიბნელეში ჩაძირვა ხელს უწყობს სინათლისადმი მგრძნობიარე ნივთიერების-როდოპსინის (ნივთიერება, აუცილებელი ნათელი მხედველობისთვის)  გამომუშავებას.

5. მზერა გადაიტანეთ სხვადასხვა მხარეს:  მაღლა-დაბლა, მარჯვნივ-მარცხნივ და წრეზე, რომ შემოხაზოთ რვიანი.

02

6. თვალები მოჭუტეთ 3-5 წამით. შემდეგ გაახილეთ. ასე გაიმეორეთ 7ჯერ. ეს დაგეხმარებათ თვალების კუნთების მოდუნებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.

7. ზედა ქუთუთოებს თითებით დააწექით, ოღონდ დიდი ძალა არ იხმაროთ. ასე გაჩერდით 2 წამის განმავლობაში და შემდეგ 4-5 ჯერ გაიმეორეთ. ეს სავარჯიშო აუმჯობესებს შიდა სითხეების დინების გაუმჯობესებას.

8. გახელილი თვალებით დახატეთ ჰაერში ჯერ მარტივი გეომეტრიული ფიგურები, ხოლო შემდეგ რთული ობიექტები და მასშტაბური კომპოზიციები.

03

9. დახუჭეთ თვალები და ნელა გადაადგილეთ თვალის კაკლები ზევით და ქვევით. გაიმეორეთ 5-10 ჯერ.

10. დადექით ფანჯარასთან, ყურადღება შეაჩერეთ ერთ საგანზე, რომელიც თვალთან უშუალოდ არის ახლოს (მაგალითად, წერტილი ფანჯარაზე) და შემდეგ გადაიტანეთ მზერა მოშორებით მყოფ ობიექტზე ფანჯრის მიღმა (სახლი, ხე და სხვ.). გაიმეორეთ 10ჯერ.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close