POSTS დაიჯესტი

“ჰიტლერის შემდეგ  არც ამერიკის და არც ევროპის პრეზიდენტებს არ შეუწყალებია ადამიანის წამებით მოკვდინებაში დადანაშაულებული პირები”,-გრიგოლ გაგნიძე 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჰიტლერის შემდგომ პერიოდში არც ამერიკის და არც ევროპის პრეზიდენტებს არ შეუწყალებია ადამიანის წამებით მოკვდინებაში დადანაშაულებული პირები. უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე მოსაზრება სააკშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა რამაც, ნაცმოძრაობა და თანამოაზრეები განსაკუთრებით ააფორიაქა აქ ვფიქრობ პროკურატურის მიერ პროფესიონალურად ბრალის წაყენებამ, გამამტყუნებელი განაჩენის დაყენების საფუძველი შექმნა, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის მომხრეების მიმართ წარმოებული საქმეებზე გამამართლებელი განაჩენებიც.

ვციტირებ გადაწყვეტილებიდან შეიძლება ითქვას პირდაპირ ხელი დაადო მაშინდელ პრეზიდენტს სააკაშვილს მსჯავრდებულების მიმართ (გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით ) . შეგახსენებთ რომ ადამიანის ევროპული სასამართლო განსაკუთრებით მნიშვნელობას ანიჭებს წამებისა და არა ადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაცვლილი მისივე იურისდიქციში მყოფ ქვეყნების მოქალაქეების საქმეებს.
აქვე შეგახსენებთ რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჰიტლერის შემდგომ პერიოდში არც ამერიკის და არც ევროპის პრეზიდენტებს არ შეუწყალებია ადამიანის წამებით მოკვდინებაში დადანაშაულებული პირები.

დაინტერესებულ მკთხველს რომ გავუადვილოთ — ამონარიდი გადაწყვეტილებიდან )

276. აჯამებს რა ზემოთ მითითებულ დასკვნებს, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გარემოებების გამოძიებას აშკარად აკლდა აუცილებელი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და გულმოდგინება.პირიქით, საქმის შესაბამისი გარემოებები შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს დაასკვნას, რომ შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმაარაკეთილსინდისიერად წარმართეს საქმის გამოძიება. ცალკეული თუნდაცსახელმწიფო ორგანოების არაჯეროვანი ქმედებები, ცალკე აღებული, არ ყოფილიყო საკმარისი იმისათვის, რათა მთლიანად გამოძიება უარყოფითად შეფასებულიყო, მათი თანაარსებობა, კუმულაციური ეფექტი, ამ თვალსაზრისით საკმარისზე მეტიც კია. სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები – შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით;სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანშიუკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. – ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება. ( — ამონარიდი გადაწყვეტილების ლინკი )

უფლებადამცველი, ადვოკატი

გრიგოლ გაგნიძენ

SUPREMECOURT.GE

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close