POSTS დაიჯესტი

“ხელისუფლება ძალადობდა ყოველთვის – 1991 წლის 2 სექტემბრიდან დღეის ჩათვლით”-ირაკლი ტაბლიაშვილი

“ყველას, ვისაც ძალა ან ძალაუფლება აქვს, ჰგონია, რომ, თუ მას არ დაუჯერებენ, ამ ძალის გამოყენება შეუძლია.
ეს ჰგონია ვაკელ თუ პლეხანოველ ძველ ბიჭსაც და ხელისუფალსაც, დამოუკიდებლად იმისა, რა პოზიციაზე თუ თანამდებობაზეა.

მეტიც, ხელისუფალი, რომელიც იგინება და იმუქრება, მაგალითსაც აძლევს სხვებს… მაგალითს ე.წ. ღირსების ასე დაცვისა თუ დაბრუნებისა.

სხვათა შორის, თუნდაც იმიტომ, რომ არ მოვისმინო ახლა ეს იდიოტური – “მიშა არ ძალადობდა?!.. “სად იყავი მაშინ” და ეგეთები, გეტყვით, რომ ხელისუფლება ძალადობდა ყოველთვის – 1991 წლის 2 სექტემბრიდან დღეის ჩათვლით და ხშირად, როცა ბოდიშს იხდიდა, მისი ბოდიში ჰგავდა გაზეთში წვრილი კეგელით დაბეჭდილ გასწორებას – “გუშინდელ ნომერში გაიპარა უნებლიე შეცდომა…”

უნებლიე კი არა, ნებელობითი იყო სიძულვილის გამავრცელებელი გაზეთების ის “შეცდომები” და ნებელობითი იყო და არის ის აგრესია, რომელსაც რაგინდა რა ხელისუფლება უდებს სათავეს… და მერე ის, ანუ, აგრესია, გადადის ქუჩაში… უბანში და ყამებით ხდება ღირსების დაცვა-აღდგენა.

ჩვენ ხელისუფლებაში გვჭირდება არა მხოლოდ მცოდნეები, არამედ, კეთილებიც…
ჰო, კეთილი, ადამიანის მოყვარული ადამიანები, რომლებივ ქუჩებში ივლიან ფეხით და ადამიანებს დაელაპარაკებიან.

სწორედ უ-ლაპარაკობა, ან, უფრო ზუსტად, აგრესიული ლაპარაკი სიმაღლეებიდან არის დასასრულებელი”.

ირაკლი ტაბლიაშვილი

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close