POSTS დაიჯესტი

“ცუდი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება დარჩება ობამას ადმინისტრაციის იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ”-ირმა ინაშვილი

“კარგი იქნება, თუ ვიაზროვნებთ სახელმწიფოებრივად, უფრო ღრმად გავეცნობით ისრაელის ისტორიას და კი არ დავუპირისპირდებით, არამედ მხარს დავუჭერთ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების პროცესს, რაც ებრაელი ხალხისთვის რეალურად ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ნიშნავს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიიღო გაბედული გადაწყვეტილება. ცუდი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხით დარჩება ობამას ადმინისტრაციის იდეოლოგიის ზეგავლენის ინერციის ქვეშ. ისრაელი ნამდვილადაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი,- ყველა მიმართულებით. ქართული ინტერესის დაცვა ნიშნავს სწორედ იმას, რომ სამართლიან ბრძოლაში მხარი დავუჭიროთ ჩვენს ებრაელ ძმებს. პალესტინის და გაეროს თემა გაიხსენეთ, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგა და მხარი დაუჭირა გაეროში პალესტინისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას. დაავიწყდა რა, რომ ჩვენ თავად გვაქვს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა. გონივრული პოლიტიკის წარმოებაა საჭირო და გარჩევა იმისა, ვინაა ჩვენი ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორი და ვინ- ფსევდოპარტნიორი. რა იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის და რა – არა”.

ირმა ინაშვილი

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close