POSTS დაიჯესტი

‘შევარდნაძე სასტიკი წინააღმდეგი იყო გერმანიის გაერთიანების, მისი როლი გაბერილია -მიკერძოებული”,-კონსტანტინე გამსახურდია

ამას წინათ გიორგი კვირიკაშვილმა თავი მოიქაჩლა, ბერლინის კედლის აღების ზეიმზე შევარდნაძე როგორ გამოგრჩათო.

ბიძინას მთავრობა თანდათანობით უბრუნდება თავის ძირებს – მოქკავშირის “ოროსანთა” რიგებს. (აბა “ხუთოსნები” ჟვანია-სააკაშვილმა გადაქაჩეს თავიანთ პარტიებში)

კონდოლიზა რაისის წიგნი გერმანიის გაერთიანებაზე ამ მხრივ ბევრ რამეს მოფენს სინათლეს. რაისი მამა ბუშის ადმინისტრაციაში ამ საკითხებზე მუშაობდა. იგი წერს, რომ გერმანიის გაერთიანების საკითხში პოლიტბიუროს წევრთაგან მხოლოდ იაკოვლევი იყო უპირობოდ თანახმაო. ე. შევარდნაძე სასტიკი წინააღმდეგი, ხოლო გორბაჩოვი ამ ორს შორის ირყეოდაო. პოლიტბიუროს სხვა რეტროგრად წევრებზე საუბარიც ხომ ზედმეტიაო.

შევარდნაძის როლი გერმანიის გაერთიანებაში გაბერილია მიკერძოებული და კონიუნქტურული მას-მედიის მიერ საქართველოში ზვიად გამსახურდიას მაშინ არსებული შიდა ავტორიტეტის გასატოლებლად/გადასაფარად – წერს პ. სორდია. იხ. Germany Unified and Europe Transformed:A study in Statecraft არ სურდათ მისი უმუშევრად დატოვება და საპრეზიდენტო სკამიც მოუმზადეს – 12 წლით.

წიგნში დადებითადაა მოხსენიებული ბერია, როგორც სტალინის შემდგომ საბჭოეთში, აშშ-ის ომისშემდგომი საბჭოთა პოლიტიკის ერთადერთი იმედი. ეს ალბათ იმიტომ, რომ სოვეტოლოგ აბდურახმან ავტორხანოვის თქმით ბერია რეალურად ფიქრობდა ორი გერმანიის გაერთიანებაზე და მისთვის უბლოკო სტატუსის მინიჭებაზე, რითიც ცენტრალური ევროპის ეს საკვანძო ქვეყანა გახდებოდა ერთგვარი ბუფერი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

კონსტანტინე გამსახურდია 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close