News დაიჯესტი

ვატიკანში 2018 წლიდან სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება

ვატიკანში 2018 წლიდან, დიპლომატებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ვატიკანს დაათვალიერებენ სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება. გადაწყვეტილება რომის პაპმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული independent-ი ავრცელებს.

“ვატიკანს არ შეუძლია ხელი შეუწყოს იმ საქმიანობას, რომელიც აშკარად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის,” – განაცხადა ვატიკანის პრესსამსახურმა და დასძინა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი იღუპება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამო.

ამჟამად ვატიკანის თანამშრომლებს და რიგი სხვა კატეგორიის პირებს შეუძლიათ შეიძინონ სიგარეტი შეღავათიან ფასად. ამ გზით ნაყიდ სიგარეტს კი ხშირად იტალიაში ყიდიან, სადაც მათი ღირებულება გაცილებით მაღალია.

იტალიური მედიის თანახმად, სიგარეტის რეალიზაციით ვატიკანში წელიწადში 10 მილიონი ევრო შედის.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close