POSTS დაიჯესტი

ფსიქოთერაპიის მიზანი – გვამის გამოდევნა, “მშობიარობაა” – ნათია ფანჯიკიძე

რა არის დეპრესია? ზოგს უბრალოდ უხასიათობა ჰგონია და ახლობელს, რომელიც სიცოცხლეში მონაწილეობის ძალას კარგავს, ადექი, ნუ ზარმაცობ, თავი ხელში აიყვანეო, ეუბნება. როგორ აგიხსნათ რამდენად სერიოზული პრობლემაა დეპრესია, რამდენად მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, ისე, რომ არ გამოგტენოთ ტერმინებით და გემოთი გაგრძნობინოთ მისი არსი? არ ვიცი, მოვნახე თუ არა სწორი ფორმა, მაგრამ იქნებ შეძლოთ წარმოდგენა, – დეპრესია სულის მკვდარი ნაფლეთების შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა. ფსიქოთერაპიის მიზანი, – გვამის გამოდევნა, “მშობიარობა”.

ნათია ფანჯიკიძე

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close