ვაშაძე: ხელისუფლებას როცა უჭირს, არ შეიძლება სოფლის ხმები დაამატოს ქალაქებს და გარანტირებული მოგება ჩაიწეროს – ჯეო დაიჯესტი
პოლიტიკა

ვაშაძე: ხელისუფლებას როცა უჭირს, არ შეიძლება სოფლის ხმები დაამატოს ქალაქებს და გარანტირებული მოგება ჩაიწეროს

„ხელისუფლებას რომ უჭირს ქალაქებში, არ შეიძლება ამისთვის სოფლის ხმები დაამატოს ქალაქებს და არჩევნების გარანტირებული მოგება ჩაიწეროს“,-ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ შეიძლება როცა ქალაქებში უჭირს ხელისუფლებას, ამისათვის სოფლის ხმები დაამატოს ქალაქებს და  უბრალოდ თავისთვის, არჩევნების გარანტირებული მოგება ჩაიწეროს. ეს არის სიმართლე. ამ ყველაფერს რეალურად აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქებში მათ უჭირთ და ფიქრობენ, რომ სოფლის ხმებით გადატეხავენ ქალაქებში შემავალი ამომრჩევლების განწყობებს და  გარანტირებული ექნებათ გამარჯვება თელავში, ზუგდიდში, ოზურგეთში თუ ნებისმიერ სხვა რაიონში“,-განაცხადა ვაშაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია.

„ის რომ თვითმმართველმა ქალაქებმა შეძლეს მიეღოთ თვითმართველობა და საზოგადოებას ჰქონდა საშუალება აერჩიათ მისი მერები და თვითონ განესაზღვრა ქალაქები თავისი ბედი, და ახლა ამას ართმევენ, ეს რა თქმა უნდა არის უკან გადმოდგმული ნაბიჯია“,-განაცხადა ბარამიძემ.

იხ.ვრცლად


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close