POSTS დაიჯესტი

სოციალური შეღავათებით სარგებლობის გამო მიგრანტებმა შეიძლება აშშ-ის „მწვანე ბარათი“ ვეღარ მიიღონ

დაგეგმილი რეგულაციის თანახმად, ე.წ. მწვანე ბარათს ვერ მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც სოციალური შეღავათებით სარგებლობენ.

გამოცემა წერს, რომ ეს ცვლილება მიგრანტებს რთული არჩევანის წინაშე დააყენებს; მიიღოს სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება თუ აშშ-ში მუდმივად ცხოვრების უფლება.

2017 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ორმა რესპუბლიკელმა სენატორმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც ამკაცრებს მიგრაციულ კანონმდებლობას. ლაპარაკია ზოგადად მიგრანტების რაოდენობის ორჯერ შემცირებაზე, კერძოდ კი პროგრამის „ვიზები სხვადასხვა ეროვნების უცხოელებისთვის“ გაუქმებაზე. პროგრამა ყოველწლიური ლატარიაა, რომლითაც შეიძლება აშშ-ში ცხოვრების უფლების, ეგრეთ წოდებული „მწვანე ბარათის“ (Green Card) მიღება.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close