News დაიჯესტი

გერმანიის პარლამენტის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფი 11-დან 14 ივნისამდე საქართველოს სტუმრობს

11-დან 14 ივნისამდე საქართველოს სტუმრობენ გერმანიის პარლამენტის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრები. პარლამენტის წევრი კარინ შტრენცი (გერმანიის პარლამენტის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის ფრაქციის წევრი), კატრინ კუნერტი (გერმანიის პარლამენტის მემარცხენეთა პარტიის ფრაქციის წევრი) და ჰანს-პეტერ ული (გერმანიის პარლამენტის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის ფრაქციის წევრი) საქართველოში ვიზიტისას შეხვდებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას, ასევე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს.

დელეგაცია ასევე ესტუმრება თბილისის საერთაშორისო გერმანულ სკოლას და სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურის დაცვის კავშირისა და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულებს ყოფილ გერმანულ დასახლებას ბოლნისს. გარდა ამისა დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გერმანიის საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების ცენტრალური უწყების (ZfA) წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებისას დელეგაციის წევრები გაეცნობიან საქართველო-გერმანიის საიუბილეო 2017 წლის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსაც.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close