POSTS დაიჯესტი

“ეს აფგან მუხთარლი კალაძეს კონტროლირებად სასტავს გაუტაცებია”,-გია ფაცურია

დაზვერვაში, ზოგადად სპეცსამსახურებში არის ასეთი წესი, – როცა ინფორმაცია მოდის 2 დამოუკიდებელი წყაროდან, დიდი ალბათობით რეალური ინფორმაციაა. ხოდა რასაც გეტყვით, 3 წყაროდან გავიგე.
ეს აფგან მუხთარლი კალაძეს კონტროლირებად სასტავს გაუტაცებია, რომელიც იდეალურ ურთიერთობაშია “სოკართან” და აზერბაიჯანელ “ენერგეტიკოსებთან” და საიდანაც კალაძე ელოდება დაფინანსებას თბილისის მერის არჩევნებზე. თუმცა ისიც ცხადია, რომ შსს-ს “კრიშის” გარეშე საზღვარზე ვერ გადაიყვანდენ, და თავის მხრივ სუსმაც “გაატარა/დაიკიდა/ყლაპა” ეს “დვიჟენია”.
ფული ბიძინამ არ ჩადო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თქვენ თვითონ იშოვეთო, ეტყობა არც ადგილობრივში აპირებს დიდ რამე ხარჯებს. ამიტომაც აღმოჩნდა ბეევრი პორტირებული ნაცი “ოცნებაში” რადგან “იმ 9 წელს” ფული მაგათ ააგროვეს, აბა სხვას ვის ქონდა?
2012-ში ოფიციალურად მხოლოდ ბიძინამ და კალაძემ დააფინანსეს “ოცნება”.
მაგიტომაც “დაიგინა” ლამის გუშინ კვირიკაშვილმა, ოფიციალურ სტრუქტურებს მუხთარლის გატაცებასთან საერთო არაფერი აქვთო. თლათ არაფერს ნუ ვიტყვით, საზღვარზე გადაყვანას “წითელი ჯვარი” ვერ უზრუნველყოფდა 😉
ძალიან ტრაკში ვართ, კერძო ფინანსური ინტერესები აშკარად პრევალირებენ სახელმწიფო ინტერესებზე.
იმედია აშშ/ევროპის ზეწოლა აიძულებს “ჩვენებს” რეალური ფაქტები დადონ.
ადრეც დავწერე ერთი-ორჯერ, იმ იმედით შეიძლება დავუდგე გვერდზე კალაძეს, რომ იქნებ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრი შექმნას. მარა ასეთ “სძელკებზე” თუ მიდის, ძალიან საშიშია მისთვის თბილისის ჩაბარება, პოლიტიკურად არ გავხდეთ ალიევის კოლონია საბოლოოდ.
პოლიტიკური ფულის 2 დიდი მასაა საქართველოში დღეს – ბიძინასი და ალიევის, ხურდები – აშშ/ევროპას პადაჩები ნჯო-ებს.
დამოუკიდებელმა მოქალაქეებმა რაღაც უნდა მოვიფიქროთ. მინიმალური შედეგი მაინც დავდოთ ადგილობრივ არჩევნებზე, მაგალითად. 

წყარო: გია ფაცურია 

ბლოგერი

ვაკის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close