POSTS დაიჯესტი

” ილია ჭავჭავაძემ 1874 წელს საადგილმამულო ბანკი დაარსა,რათა უცხოელებს ქართული მიწა არ დაესაკუთრებინათ “

ილიას მტრები—ილია ჭავჭავაძემ 1874 წელს საადგილმამულო ბანკი დაარსა,რათა უცხოელებს ქართული მიწა არ დაესაკუთრებინათ და ქართველები დარჩენილიყვნენ თავისი მამულის

პატრონებად,ილიამ ამ მამულიშვილურ საქმეს სიცოცხლე შეწირა.2017 წელს ხელისუფლებამ ილიას

გზა უარყო,ილიას იდეების დასამარება სცადა,ილიას და სხვა დიდი მამულიშვილების

თავგანწირვითა და ბრძოლით შენარჩუნებული ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვა გახსნილად

გამოაცხადა—ილიას იდეური მტრები და მკვლელები სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე

ჯოჯოხეთის კუპრიდან ბედნიერი და ამაყი სახით შესქერიან ილიას იდეის თანამედროვე

მკვლელებს,ბერბიჭაშვილიც გაღიმებული იქნება,რადგან მის ნაძირლურ ნამოქმედარს შთამომავლები

აღმოაჩნდა,შთამომავლები რომლებიც ხელახლა კლავენ ილიას.წმინდა ილია მართალი ზეციური

საქართველოდან გულდამწვარი შეჰყურებს მის მიერ დაწყებული საქმის მგრეველებს და ალბათ

სინანულით ევსება სული.—–დიახ!!! დღეს დადგა მომენტი ქართლის ცხოვრებაში,როდესაც ერმა

უნდა აირჩიოს ან წმინდა ილია მართლის გზა-ქართული მიწის დაცვა,მამულის შენარჩუნება ან

ორჯონიკიძე-მახარაძის მოღალატეობრივი-ქართული მიწის გაყიდვის გზა.ეს არჩევანი ანალოგია

ქრისტეს და ბარაბას გზებს შორის არჩევანისა.მე ვირჩევ ილიას გზას,ეკლიან გზას,ქართულ

გზას,წმინდა გზას და არ მივცემ სერგოსა და ფილიპეს სულიერ შვილებს მამულის გაყიდვის

უფლებას.გაივლის წლები და საუკუნეები,ჩვენი შვილთაშვილები ზუსტად ისევე განსჯიან

დღევანდელ დღეს,როგორც ჩვენ გავნსაჯეთ,ზუსტად ისე დალოცავენ მათ ვინც ქართული მიწის

დასაცავად თავს წირავდა,როგორც ჩვენ ვლოცავთ ილიასა და ილიას საქმის ჯარისკაცებს,ზუსტად

ისევე დაწყევლიან ქართული მიწის გამყიდველებს,როგორც ჩვენ ვწყევლით უღმერთო

ბოლშევიკებს.მე მინდა ილიას საქმის რიგითი ჯარისკაცი ვიყო,შენ ????

სანდრო ბრეგაძე 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close