ALL დაიჯესტი

10 რჩევა ლუიზა ჰეისგან – როგორ შეიყვარო თავი

ლუიზა ჰეი – ამერიკელი სამოტივაციო სპიკერი და 30-მდე წიგნის ავტორია, პოპულაარულ ფსიქოლოგიაში. მისი ერთ-ერთი წიგნი «You Can Heal Your Life» გამოიცა 1984 წელს. ის, გახდა ბესცელერი და 2014 წლის მონაცემებით გაყიდულია 50 000 000 ეგზემპლიარი. დღეს, მინდა შემოგთავაზოთ მისი 10 რჩევა – როგორ შეიყვარო საკუთარი თავი.

ადამიანი ბავშვობიდან ეცნობა სამყაროს, უფროსების მიბაძვით. ლუიზა ჰეი თვლის, რომ თუ ბავშვი იზრდება უარყოფით ფსიქოლოგიურურად განწყობილ მშობლებთან, მაშინ როცა ის გაიზრდება, სამყაროს შეხედავს უარყოფით ჭრილში. უკვე ზრდასრულ ადამიანს, აქვს მიდრეკილება შექმნას და აღადგინოს, თავისი ბვშვობის ემოციური გარემო.

ადამიანი, მიდერკილია ისეთი გარემოს შექმნისკენ, რაც გულისხმობს „როგორც სახლში“, ამიტომ, მის ურთიერთობებში ხშირად რეალიზდება, ის დამოკიდებულებები, რაც ჰქონდათ მის მშობლებს. მაგ: ჩვენ ისევე ვუწყრებით თავს, როგორც გვიწყრებოდნენ მშობლები, უახლოესი ადამიანები. მსგავსება იმდენად დიდია, რომ ხშირად აზრების წყობაც კი ემთხვევა.

ის სიყვარული, რომელიც ბავშვობაში გადაეცა პიროვნებას მშობლებისგან ვლინდება მოზრდილობაში, მჟღავნდება საკუთრი თავის მიმართ დამოკიდებულებაში და საკუთარ თვთან დიალოგში. პირველ როგში, თქვენ თუ არ გიყვართ და არ აფასებდეთ თავს დადებითად, ამავე დროს, არ აწარმოოთ საკუთარ თავთან სწორ დიალოგს, მაშინ, ნაკლებად შეძლებთ გვიყვარდეთ სხვები, დაინახოთ მათში კარგი და მითუმეტეს, არ იყოთ კომფლიქტური.

როგორ შევძლოთ საკუთარი თავის შეყვარება?

1. შეწყვიტეთ საკუთარი თავის კრიტიკა. ნუ ფიქრობთ, რომ ხართ ცუდი. როცა თავს ეუბნებით, რომ ხართ lubi„არასაკმარისად კარგი“, თქვენ ამართლებთ ამ მოლოდინს. ამ დროს, თქვენ თავს აყენებთ ფსიქოლოგიურ ტკივილს და ამით ზრდით ავადმყოფობის შანსს.

2. შეწყვიტეთ თავის შეშინება. ზოგიერთები პირდაპირ ატერორებენ თავს, თავისი აზრებით. ისინი სიტუაციას წარმოიდგენენ უფრო დამძიმებულად, ვიდრე სინამდვილეშია. ასეთი ადამიანები აზვიადებენ პრობლემას. წარმოიდგინეთ რაოდენ საშიშია: მუდმივად იცხოვრო ცუდის მოლოდინში.

3. იყავით მომთმენი საკუთარი თავის მიმართ. „ღმერთო გევედრები მომეცი მოთმინება… და ახლავე!“ – ხუმრობით წერდა ორენ არნოლდი. მოთმინება ეს უმძლავრესი იარაღია. ხალხის უმრავლესობა იტანჯება სწრაფი შედეგის მოლოდინში. ჩვენ ვღიზიანდებით გამუდმებით – რიგებში და საცობებში დგომისას. მოუთმენლობა-ეს არის სწავლის სურვილის არ ქონა. ჩვენ, გვინდა მივიღოთ ცოდნა, გაკვეთილის აუთვისებლად და იმ ნაბიჯების გარეშე, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად.

4. იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ. ნუ განიკითხავთ თავს, ნეგატიური აზრებისთვის. ნუ დაადანაშაულებთ თავს, ცუდი წარსულისთვის. გამოიტანეთ მისგან გაკვეთილი. იყო საკუთარი თავის მიმართ კეთილი, ნიშნავს – უარი თქვა მუდმივ განკითხვაზე, დანაშაულის განცდაზე, თავის დასჯაზე და განთავისუფლდე ტკივილისგან.

5. ისწავლეთ თავის შექება. კრიტიკა წვავს სულს, შექება აღდგენს ფერფლისგან. რა მძიმე საქმესაც არ უნდა აკეთებდეთ, შეიქეთ თავი. მუდმივად უმეორეთ თავს, რომ ხართ კარგი.

6. ისწავლეთ დახმარების თხოვნა. დახმარების თხოვნა, ეს არის ძალის გამოვლინება და არა სისუსტე. უმრავლესობას ერიდება ახლობელს სთხოვოს დახმარება და მარტოს გადააქვთ პრობლემების სიმძიმე… იმის მაგივრედ, პრობლემა გადჭრა მხოლოდ საკუთარი ძალებით და გაბრაზდე თავზე, რომ არაფერი გამოგდით, სცადეთ და ითხოვეთ დახმარება.

7. შეიყვარეთ უარყოფითი შტრიხები საკუთარ თავში. ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს. თუ თქვენ, მუდმივად განიკითხავთ საკუთარ თავს შეცდომების გამო, გამოგიმუშავდებათ სტერეოტიპი. ამ დროს კარგი საშუალებაა-იუმორი, ის გეხმარება მოდუნდეთ და იგრძნოთ შვება სტრესულ სიტუაციებში. უყურეთ მეტ კომედიას. თუკი ადამიანი შეძლებს შეხედოს ცხოვრებას როგორც პიესას, საპნის ოპერის ელემენტებით, მაშინ ასეთი ადამიანის საქმე არ არის უიმედოდ.

8. მოუარეთ თქვენს სხეულს. ყურადღება მიაქციეთ რითი იკვებებით. ნუ მისცემთ უფლებას, ზეგავლენა იქონიოს თქვენზე, სხვადასხვა კომპანიების სარეკლამო ფანდებმა. ანგარიში გაუწიეთ თავს, რას ჭამთ და როგორ გრძნობთ თავს ამის მერე. ასეთი ზრუნვა სახეულზე ნიშნავს – გამოიჩნო სიყვარული საკუთარი თავის მიმართ.

9. იმუშავეთ სარკესთან. დილით მიუახლოვდით სარკეს, გაიღიმეთ და უთხარით საკუთარ თავს: „მე შენ მიყვარხარ, შენ ხარ საოცარი და საყვარელი ადამიანი“. იცხოვრეთ ეს დღე კარგი ხასიათით, სიყვარულით საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ. თქვენ შეატყობთ, ასეთი დამოკიდებულებით, როგორ სწრაფად შეიცვლება თქვენი ცხოვრება. ივარჯიშეთ. მოიძიეთ ისეთი სავარჯიშოების კომპლექსი, რომელიც მოგეწონებათ და რომელსაც ხალისით გააკეთებთ.

10. ნუ დაელოდებით სრულყოფილებას, შეიყვარეთ თავი ახლა და ამ წუთას. ისწავლეთ თავის სიყვარული ახალვე, თუ ამას მოახერხებთ თქვენ შესძლებთ შეიყვაროთ და მიიღოთ ადამიანები ისეთი, როგორიც არიან. თქვენ მოხვედით ამ სამყაროში, არა იმისთვის, რომ მოიგო ვინმეს გული ან თავი მოაწონოთ სხვებს ან იცხოვროთ ისე როგორც სხვებს უნდათ. თქვენი მიზანია – საკუთარი თავის და სიყვარულის სიღრმისეულად გამოხატვა.

თამარ კვარაცხელია


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close