ALL დაიჯესტი

““ისინი აღარ იყენებენ სიტყვა შობას,ჩვენ შევაჩერებთ ქრისტიანულ ფასეულობებზე შეტევას”

ქრისტიანულ-კონსერვატიული ორგანიზაცია, Family Research Council-ის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გუნდი შეაჩერებს ქრისტიანულ ფასეულობებზე შეტევას.

“ჩვენ ვბლოკავთ შეტევებს იუდეო-ქრისტიანულ ფასეულობებზე,” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე კიდევ ერთხელ შეუტია უკანასკნელ წლებში აშშ-ში ლიბერალური პოლიტკორექტულობის გავლენით დამკვიდრებულ მოცემულობას, როცა საზოგადოების ნაწილი გამოთქმა “ბედნიერ შობას გისურვებთ” აღარ იყენებდა და მის ნაცვლად ერთმანეთს ბედნიერ არდადეგებს უსურვებდნენ.

“ისინი აღარ იყენებენ სიტყვა შობას, რადგან ეს პოლიტიკურად კორექტული არ არის. ჩვენ კვლავ ვიძახით, ბედნიერ შობას გისურვებთ,” – განაცხადა ტრამპმა.

წყარო: http://edition.cnn.com/2017/10/13/politics/trump-values-voters-summit/index.html?sr=fbCNN101317trump-values-voters-summit1127AMVODtopLink


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close