News დაიჯესტი

სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროთან აქცია გამართეს

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს.

ოსორაულის ძმის, გიორგი ოსორაულის განცხადებით,  გაურკვეველი რჩება მათთვის რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე მის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება.

„აცხადებენ და ამტკიცებენ მიცვალებულიაო. თუ მიცვალებულია  დააბრუნონ  საფლავი მაინც რომ იცოდეს ოჯახმა“,-განუცხადა „რუსთავი 2“-ს  გიორგი ოსორაულმა.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close