News დაიჯესტი

პირველად საქართველოში, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, საქართველოში პირველად, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მასშტაბური, საერთაშორისო კონფერენცია „Impact in the Neighborhood“ იმართება. ღონისძიებას ვენჩურულიფილანთროპიის ევროპულასოციაციასთან (EVPA) პარტნიორობით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) გავლენის ფონდ “აქციო“-სა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI)ერთად, შერატონგრანდთბილისიმეტეხიპალასშიმასპინძლობს.

ევროკავშირის მხარდაჭერილი ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების ფართოდ გავრცელებული, საერთაშორისო მიდგომების წარმოჩენას, პოპულარიზაციასა და გამოცდილების გაზიარებას სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, კონფერენციის სხვადასხვა ფორმატში დაესწრონ თემატურ სესიებსა და პანელურ დისკუსიებს. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა “Impact for Breakfast” შეხვედრა, სადაც გავლენის ფონდების ლიდერებმა, არაფორმალურ გარემოში,საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ინვესტირების თანამედროვე მიდგომებითა და გრძელვადიანი დადებითი სოციალური გავლენის შექმნით დაინტერესებულ ბიზნეს ლიდერებს.

ღონისძიების მომხსენებლებიცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებიდან წარადგენენგავლენაზე ორიენტირებული ინვესტირებისა და სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემების მშენებლობისა და განვითარების წარმატებულ მაგალითებს, მათ შორის, კონფლიქტურ და რთულ სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში.კონფერენციის მონაწილეები განიხილევენ მულტისექტორული პარტნიორობით, გრძელვადიანი მიდგომების შექმნის განსხვავებული გამოცდილება როგორც კორპორაციებთან დასაფინანსო სექტორთან, ასევე, მუნიციპალიტეტებსა და საჯარო უწყებებთან; მსჯელობენ სოციალური მიზნების მქონე ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა დაახალი ბაზრების ათვისების, ასევე მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე.

კონფერენცია „Impact in the Neighborhood“ გახსნა EVPA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტა ბორსუგიმ, DG NEAR-ის წარმომადგენელმა ჰოა-ბინ აჯემიანმა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ქეთევან თათოშვილმა, CSRDG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ და ყურადღება გაამახვილეს რეგიონისთვის კონფერენციის მნიშვნელობის შესახებ.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩვენ გლობალურად ვმუშაობთ სოციალური გავლენის მქონე ეკოსისტემების შექმნაზე, რომელიც ერთი მხრივ,  სოციალური მეწარმეობის სექტორში ქმნის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ახალ შესაძლებლობებს, ხოლო, მეორე მხრივ აძლიერებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ფონს. იმედი მაქვს, რომ ეს კონფერენცია რეგიონში ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი გახდება,“ – განაცხადა EVPA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტა ბორსუგიმ.

„საქართველოში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების პრაქტიკის პოპულარიზაციასა და დანერგვაზე, რისთვისაც შევქმენით პირველი გავლენის ფონდი „აქციო“ და მოხარულები ვართ, რომ პირველად რეგიონში, სწორედ ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას Impact in Neighborhood“, – აღნიშნა CSRDG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

კონფერენციას 40-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრება 200-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუმარი – კორპორაციული და გავლენის ფონდების, გავლენის აქსელერატორების, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე გავლენის ინვესტორები, კორპორაციული ფილანთროპიითა და სოციალური ინვესტირების საკითხებით დაინტერესებული პირები. ღონისძიების ოფიციალური მიღების თანამასპინძელია  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

პროექტის შესახებ

კონფერენცია მიმდინარეობს ევროკავშირისადა ევროკომისიის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით და ვენჩურული ფილანთროპიის ევროპულ ასოციაციასთან (EVPA) პარტნიორობით მიმდინარე საერთაშორისო პროექტის “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის – სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში. პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.პროექტის პარტნიორები არიან CSRDG, SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.

ღონისძიებასაქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტთან „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ თანამშრომლობით მიმდინარეობს. პროექტი სოციალური მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით, საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების მოგვარებისა და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვის უნიკალური შესაძლებლობაა.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close