News დაიჯესტი

ჩინელი პოლიციელები სახის ამომცნობი სათვალეებით აღჭურვეს

ჩინელ პოლიციელებს დამნაშავეების გამოსავლენად ახალი ტექნოლოგია აქვთ. ისინი სახის ამომცნობ სათვალეს იყენებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სახის ამომცნობ სათვალეს, ჯერჯერობით, მხოლოდ სარკინიგზო პოლიციის თანამშრომლები ტესტავენ. სათვალეების გამოყენება ამ წლიდან დაიწყეს და გამოცემის ცნობით, მათ უკვე 26 ადამიანი დააკავეს, რომელიც ყალბი სახელითა და გვარით გადაადგილდებოდა.

რაც შეეხება სათვალის მუშაობის პრინციპს, ცნობილია რომ სათვალე 10 000 მონაცემის მქონე ბაზიდან ეჭვმიტანილის ამოცნობა დაახლოებით 100 მილიწამში შეუძლია.

ჩინეთი კრიმინალთან ბრძოლის წინააღმდეგ ციფრულ ტექნოლოგიებს სულ უფრო მეტად იყენებს და ნერგავს ყოველდღიურ საქმიანობაში.

ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე 170 მილიონი სათვალთვალო ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებიც ადამიანის იდენტიფიცირების ფუნქციითაა აღჭურვილი. BBC-ის ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად, ამ კამერებს ადამიანის პოვნა 7 წუთშია შესაძლებელი.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close