ALL დაიჯესტი

თეო ოთარაშვილი: მე ვხატავდი. საკერავი მანქანის პედალს მეგობრები აჭერდნენ ფეხს…(ფოტოკოლაჟი)

რუსა გვაზავა

ფოტოგრაფი თენგო დოლიძე

ცხოვრებაში რაც არ უნდა რთული პერიოდი ჰქონოდა და ასეთი საკმაოდ ბევრჯერ გამოუცდია ცნობილ საქორწილო კაბების დიზაინერ თეო ოთარაშვილს, იგი მაინც ხატავდა, ქმნიდა ესკიზებს და კერავდა.

„იგივე ჩვენი ბავშვობა სრული უძრაობა ქვეყანაში, რასაც ზედ ერთვოდა სამოქალაქო არეულობა,- ომი აფხაზეთში. ამას გარდა გამოვცადე პირადი ტრაგედიაც – ხერხემალზე აღმოჩენილმა ვირუსმა მოძრაობის პარალიზება გამოიწვია და სიარულს გარკვეული ხანი ვერ ვახერხებდი. სწორედ ამ პერიოდში მიმატოვა მეუღლემ “, –  ამბობს თეო.

დიზიანერი როცა წელსქვევით მოწყდა და გარკვეული ხანი ვერ ახერხებდა სიარულს და გადაადგილებას, მარტო აღმოჩნდა ქალიშვილთან ერთად.

მიუხედავად ამ ყველაფრისა მან კერვა მაინც გააგრძელა. „მე ვხატავდი ესკიზებს და ვკერავდი – მეგობრები და ახლობლები მეხმარებოდნენ და საკერავი მანქანის პედალს ისინი აჭერდნენ ფეხს… არ გავჩერებულვარ მაინც” -ამბობს დიზაინერი.

თუმცა რთული პერიოდი გადალახა და ახლა თბილისში   საქორწილო კაბების ერთ-ერთი ცნობილი დიზაინერია. მის მიერ შექმნილი კაბები გამოირჩევა ეროვნული მოტივებით და მაღალი ხარისხის ქსოვილით. მათი უმეტესობა ხელნაკეთია, ასევე ხელნაკეთი ორნამენტებით და სამკაულებით. მის მიერ შექმნილი კაბები სარგებლობს დიდი პოპულარულობით ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო. კაბები როგორც გაქირავებით, ისე გაყიდვით, საკმაოდ მოთხოვნადია და მისაღებია ქართველი მომხმარებლისთვის და ასევე პრესტიჟულიც.

მასთან მუშაობაში გადამდებია მისი გულმოდგინება, მონდომება და თითქმის 24-საათიანი რეჟიმი მუშაობის. მუშაობს დღეღამ. თუ არ კერავს ან არ ხატავს, წარმოსახვაში ესკიზებზე მაინც ფიქრობს.

კითხვაზე – თუ რატომ მაინცდამაინც საქორწილო  და საღამოს კაბები, ამბობს, რომ ბავშვობიდან ასეთი პომპეზური ტანსაცმელი იზიდავდა, თავისი სიმდიდრით და გამორჩეულობით. როგორც მასთან საღამოს კაბის შესაკვეთად მისული ყოფილი მოდელი ია კვანტალიანი მიხსნის, როდესაც დიზაინერმა გაიგო, რომ იგი ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსზე მიდიოდა საქართველოს სახელით, მონაწილეობის მისაღებად, თეომ უსასყიდლოდ ათხოვა მას კონკურსზე ჩასაცმელი საღამოს კაბა.

 

„გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი და ნიჭიერი დიზაინერია, ასევე უაღრესად ჰუმანური და ქველმოქმედი ადამიანია”, – განმარტავს მოდელი.

დიზაინერი ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჩვენებებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. წელს, როგორც მიხსნის, ნიუ-იორკის მოდების ჩვენებაზეც ჰქონდა მიწვევა, მაგრამ უსახსრობის გამო გადადო ვიზიტი. გარდა ჩვენებებისა, მისი კაბებით ასევე გამოდიან მოდელები სილამაზის კონკურსებზე.

დამწყებ დიზაინერებს კი ურჩევს, რომ რაც შეიძლება ბევრი ხატონ და ესკიზები შექმნან იმისთვის, რომ მომავალში კარგი დიზაინერები გახდნენ.

თეო ოთარაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1999- 2000 წლებში სწავლობდა. შემდეგ სწავლა განაგრძო მაღალი მოდის აკადემია „ბაზელში”. რომელსაც ხელმძღვანელობდა დიზაინერი აბრამ ბაზელი. მოდის აკადემიაში 3-წლიანი კურსის დასრულების შემდეგ დიპლომი საქორწინო და საღამოს კაბებზე დაიცვა და პირველი კოლექციაც სწორედ ამ თემაზე შექმნა.

მისი ქალიშვილი კი რამდენიმე პროფესიაზე ფიქრობს, მათ შორისაა დიზაინერობაც. თეო ოთარაშვილი ამბობს, რომ არ ჩაერევა შვილის პროფესიის არჩევის გადაწყვეტის საკითხში და მხარს დაუჭერს მის ნებისმიერ არჩევანს.

დიზაინერი ასევე წლების განავლობაში მუშაობს ერთ-ერთ პროფესიონალ ფოტოგრაფთან, თენგო დოლიძესთან. რომელიც ასევე გახლავთ საქორწილო საღამოების კერძო მაღალკვალიფიციური ფოტოგრაფი და ოპერატორიც.

ფოტოგრაფი კი მას ასე ახასიათებს: „პირველ რიგში რაც შეიძლება ითქვას დიზაინერის გამორჩეულობაზე, ეს არის მისი თავდაუზოგავი მუშაობის უნარი და ასევე მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა როგორც საკუთარი საქმისადმი, ისე გარშემომყოფებებისადმი”.

თეო ოთარაშვილის სალონი უკვე რამდენიმე წელია თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში – აღმაშენებლის 81-ში მდებარეობს,  ეროვნულ მოტივებზე შექმნილი საქორწილო კაბებით.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close