ALL დაიჯესტი

უახლოეს პერსპექტივაში მამაკაცები ნამდვილ ქალებთან სექსზე უარს იტყვიან – ექსპერტების პროგნოზი

ექსპერტების პროგნოზით, მათ შეცვლის სექს-რობოტები. მომავლის მამაკაცი – ე.წ. დიჯითალ-სექსუალია (digital – ციფრული). იგი ინტიმურ ცხოვრებას მხოლოდ ანდროიდებთან, ადამიანის მსგავს რობოტებთან დაუშვებს.

მეცნიერების აზრით, სექს-ინდუსტრიაში მომუშავე ქალების (პროსტიტუცია, პორნოგრაფია) საჭიროებაც აღარ იქნება. რობოტებთან კონტაქტი მარტივი და უსაფრთხოა. ისინი ასრულებენ მფლობელის ნებისმიერ სურვილს და ვენერიული დაავადებებითაც არ ასნებოვნებენ მას. პლუსი იქნება ისიც, რომ მამაკაცს შეეძლება ხელოვნური ქალის ზუსტი შერჩევა მშვენიერებაზე საკუთარი წარმოდგენების შესაბამისად. ამასთან, ქალი-რობოტი არასოდეს არაფერზე ეტყვის უარს.

სხვათა შორის, დამტკიცებულია, რომ ქალები, მამაკაცებზე ადრე კარგავენ სექსისადმი ინტერესს. კვლევამ აჩვენა,

 რომ სექსი ნაკლებად აინტერესებდა იმ ქალებს, რომელთაც 5 წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავდათ და ვისი სექსუალური უპირატესობებიც პარტნიორის სექსულური სურვილებისგან განსხვავდებოდა.

მამაკაცებს სექსისადმი ინტერესი ვენეროლოგიური, ფსიქიკური და ფიზიკური დაავადების, ასევე, ემოციური სიახლოვის არარსებობისა და უარყოფითი სექსუალური გამოცდილების გამო ეკარგებათ.

ლალი ჩხიკვაძე

მკურნალი 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close