News დაიჯესტი

საქსტატი: უმუშევრობა ბოლო 13 წლის განმავლობაში მინიმუმზეა დასული

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობა შემცირდა და ბოლო 13 წელიწადში მინიმალურ ნიშნულზეა.

2015 წელთან შედარებით, 2016-ში უმუშევრობის დონე 0,2%-ით შემცირდა. 2016 წლის მონაცემებით, მაჩვენებელი 11,8%-ს შეადგენს, ხოლო 2015 წელს 12% იყო.

სტატისტიკის თანახმად, უმუშევრობის დონე 2009 წლის შემდეგ მცირდება. მაშინ მაჩვენებელმა 16.9%-ს მიაღწია.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს უმუშევრობის შემცირება არა დასაქმების დონის გაზრდას, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილის შემცირებას უკავშირდება. კერძოდ, 2015 წელთან შედარებით, მოსახლეობის დასაქმების დონე 0,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

მოსახლეობის აქტიური დონე (შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა, 15 წლის და უფროსი ასაკის) კი 0,3%-ით შემცირდა და 67,5 პროცენტი შეადგინა.

 

http://epn.ge/?id=45964


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close