News დაიჯესტი

“ბი დი სი” აკადემია, კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით, ახალ პროგრამას იწყებს

ევროპული განათლების აკადემია “ბი დი სი მ”  თავისი ღირსეული ადგილი უკვე დაიმკვიდრა საგანმანათლებლო სივრცეში 2006 წლიდან დღემდე.

აკადემია ახორციელებს როგორც მოკლე ვადიან, ასევე გრძელვადიან პროფესიულ პროგრამებს, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციებზე და პრაქტიკაზე.
აკადემიას ხელმძღვანელობს დაარსების დღიდან დღემდე იურისტი ნათია შათირიშვილი, რომელიც გახლავთ საქართველოს მეცნიერების აკადემიის მეცნიერ თანამშრომელი, მას სხვადასხვა წლებში ხარისხის, პროფესიული განვითარების და განათლების ხელშეწყობისთვის მრავალი სამადლობელო წერილი, ჯილდო და სიგელი აქვს მიღებული, მათ შორის “პერსონა 2017“ განათლების განვითარებისთვის.

წელს საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების გადაწყვეტილებით, ნათია შათირიშვილი დაინიშნა განათლების სამსახურის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელად. ასევე იგი არის არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს” ერთ – ერთი დამფუძნებელი, კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებელი.

ბი დი სი” აკადემიის აკადემიის მისიაა:

•  შექმნას სწავლებისა და კვლევის ისეთი გარემო, რომელიც საუკეთესო იქნება საქართველოში და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ასაკის და პროფესიის მსურველისთვის,
• ჩამოუყალიბოს მათ თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებები, რათა შეძლონ ორიენტირება და ადაპტირება ნებისმიერ გარემოში, მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოქმედებითად მიუდგნენ გამოწვევებს, რომელსაც სთავაზობს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყარო.

აკადემია ამჟამინდელ და მომავალ მსმენელებს საშუალებას აძლევს სწავლის თანამედროვე მეთოდების, სწავლებაში უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და სწავლების საუკეთესო გარემოს შექმნით სიამოვნება მიიღონ შემეცნების პროცესში აღმოჩენებისა და კრიტიკული აზროვნების საშუალებით, რომელშიც მათ დაეხმარებიან კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც აღიარებულნი არიან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ქალბატონი ნათია რამოდენიმე დღის წინ საქმიანი ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა, შეხვედრები გამართა იტალიაში საქართველოს ელჩთან ბ-ნ კახა სიხარულიძესთან, იტალიელ მუშაკთა ქრისტიანულ ასოციაცია „აკლი“ის პრეზიდენტთან კონვერსანოში ბ-ნ ვინჩენცო ლიპპოლისთან . ქალაქკონვერსანოს მერთან ბ-ნ პასქუალე ლოიაცონოსთან. არქიტექტურულ ფირმა „ჯოვანნი ვიტო“ – სთან . შეხვედრის დროს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
– ქალბატონო ნათია, გთხოვთ, გვითხარით, რას გეგმავთ ხელშეკრულების თანახმად იტალიელ მუშაკთა ქრისტიანულ ასოციაცია „აკლი“სთან ერთად ?

-მოგეხსენებათ, რომ “აკლის” ფირმა საკმაოდ მრავალდარგოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლესაც სხვადასხვა მიმართულებები აქვს და საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს. ხელშეკრულება გვაძლევს შესაძლებლობას რომ უკვე საქართველოშიც გახსნას “აკლის” ფილიალი რომელსაც უხელმძღვანელებ დიდი ინტერესითა და მონდომებით.

შეხვედრები, რომელიც იტალიაში ყოფნის დროს გაიმართა, საკმაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებული გამოდგა, რაშიც მხარი დაგვიჭირა ქალაქ კონვერსანოს მერმა ბ-ნ პასკუალელოიაკონომ, იტალიაში საქართველოს ელჩმა ბ-ნ კახა სიხარულიძემ. ასევე გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო პროვინციის პატრონაჟს იტალიაში “აკლი’’ ბარი – ბათისპრეზიდენტს ბატონ ვინჩენცო ლიპოლისსა და არქიტექტორ ჯოვანი ვიტოს მოწვევისა და თანამშრომლობისათვის. საკმაოდ დიდი დახმარება გაგვიწიეს ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა იტალიაში თეონა გიორგაძემ და ნანა სიხარულიძემ. მათი დამსახურებაა წარმატებით გაფორმებული ხელშეკრულება.

ოქტომბრის თვეში იგეგმება საკმაოდ დიდი ღონისძიება იტალიაში, რომელსაც „ბი დი სი აკადემია“ უხელმძღვანელებს, ასევე ოქტომბრის თვეში ვუმასპინძლებთ იტალიელ პარტნიორებს საქართველოში ბატონ ვინჩენცო ლიპოლისს და ბატონ ჯოვანნი ვიტტოს.

ორგანიცია “აკლისა” და “ევროპული განათლების აკადემია “ბი დი სის” პატრონაჟით, დეკემბერში, იტალიის სამ ქალაქში, კონცერტს გამართავს უსინათლოთა მუსიკალური ჯგუფი “რელიქვია” რომელიც შედგება 6 შშმ პირისაგან.

ეს არის ჯგუფი, რომელიც კონკურენტუნარიანია. და მათ აქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერ ივენთზე, ნებისმიერ ღონისძიებაზე ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილონ მათ ბევრი რამ შეუძლიათ მუსიკალურ სფეროში. 
„ევროპული განათლების აკადემია “ბი დი სი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მოქმედ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ხშირად ერთვება სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო თუ სოციალურ აქტივობებში. 

37687322 2248086591883268 8441259570289967104 n

– საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენი სასწავლებელი უკვე წლებია წარმატებით ფუნქციონირებს და გყავთ საკმაოდ ბევრი კურსდამთავრებული დასაქმებული. დღეს მსმენელთა დასაქმება დიდი ფუფუნებაა. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

-მოგახსენებთ, რომ 2006 წლიდან დღემდე, არ არის ცოტა დრო გასული. წლების მანძილზე თავდაუზოგავად ვიდექი და ვდგავარ ჩემი აკადემიის კურსდამთავრებულთა გვერდით, რათა შევძლო მათი დასაქმება. საკმაოდ ბევრი რიცხვია დასაქმებული ჩვენს მიერგადამზადებულთაგან. ეს ჩვენი პრიორიტეტია. 
მოგეხსენებათ რომ კონკურენცია საკმაოდ დიდია, თუმცა ეს ჩვენ ხელს არ გვიშლის, მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას. 

ჩვენი აკადემია საკმაოდ დიდი შესაძლებლობებს აძლევს მსმენელებს. ეს არის გადამზადება, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, შემდგომ დასაქმებაში ხელშეწყობა, ამ ეტაპზე აკადემია შესაძლებლობას აძლევს მსმენელებს არა მარტო მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი კურსები გაიარონ და მიიღონ როგორც სერტიფიკატები პროფესიული მიმართულებებით, ასევე დიპლომები. 

მოხარული ვარ, რომ აკადემიას საკმაოდ ბევრი მსმენელი ყავს გორის ფილიალში და ასევე უკვე საკმაოდ ბევრი დასაქმებული, რაც ძალიან მახარებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, აკადემიაში ჩარიცხვის მსურველს შეუქმნათ კომფორტული გარემო, ხელმისაწვდომი ფასები და ფასდაკლებები შევთავაზოთ, მაგ. დევნილები, სოც. დაუცველები, სტუდენტები – ჩვენთან გარკვეული ფასდაკლებებით სარგებლობენ.

– ქალბატონო ნათია, როგორც ჩვენთის ცნობილი გახდა, თქვენს სასწავლებელში შესაძლებელია უგამოცდოდ ჩარიცხვა.

– დიახ, ჩვენთან მიღება ხდება მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე, როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან პროგრამებზე,

– მინდა გკითხოთ ხანგრძლივობა პროგრამების და ფასი.

-მოგახსენებთ, რომ ხანგრძლივობა, რომელიც მოკლევადიან პროგრამებს გულისხმობს არის 3 – 4 თვე, ხოლო გრძელვადიანი, რომლის საფუძველზეც გაიცემა სერტიფიკატი და დიპლომი – არის ერთ წლიანი პროფესიული სწავლება, რაც შეეხება ფასს, ნებისმიერი კურსის ფასი შეადგენს 1900ლ.

– იქნებ გვითხრათ, რომელი კურსის გავლას შეძლებს მსურველი თქვენთან, აკადემიაში, თბილისსა და გორში, რის საფუძველზეც შეძლებენ სერტიფიკატისა და დიპლომის მიღებას?

ესენია:

  • ფარმაცია, 
  • საექთნო საქმე , პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. 
  • კოსმეტოლოგია,
  • ტურიზმი, ბიზნეს ადმინისტრირება, სასტუმროების მენეჯმენტი.
  • კულინარია, ქართული და უცხოური სამზარეულო,
  • მასაჟის, ვიზაჟი,სტილისტი, კურსი,
  • საბანკო საქმე,ფინანსები, 
  • ბუღალტერია.
  • მეტყველება,
  • ჟურნალისტიკა ,
  • სკოლამდელი აღზრდა , საბავშვო ბაღის აღმზრდელის (ძიძა)
  • ოფისის მენეჯმენტის მართვა ადმინისტრირება ,
  • გაყიდვები, მარკეტინგის მენეჯმენტი,
  • ფსიქოლოგია,არტ თერაპია
  • იურისტთა საკვალიფიკაციო კურსი,
  • საოფისე პროგრამები, ქსელები, IT ინჟინერია, ა. შ.

ნებისმიერი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა საშუალება, სტაჟირება გაიაროს პროფესიის მიხედვით, სადაც ასევე შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმების.

დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ მოგვმართონ:

მისამართი: გორი. გარსევანიშვილის 3.
თბილისი, აღმაშენების 172. ტელეფონი: 593252508 . 593000684.
bdc.academy@gmail.com
http://bdc-academy.ge

ბიდისი” აკადემიის დამფძნებელი დირექტორი

ნათია შათირიშვილი

ქვეყნდება გავრცელების სერვისით

წყარო; http://radiomosaic.ge/


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close