News დაიჯესტი

მეცნიერებმა უარყვეს მითი, რომ ღვინო სასარგებლოა

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ კვირაში სამჯერზე მეტად ალკოჰოლის ერთი ან ორი ჭიქის მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს 20 პროცენტით ზრდის. ამის შესახებ MedicalXpress-ი წერს.

კვლევისას 18-85 წლის 400 ათასამდე პირის მონაცემები დაამუშავეს. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს, აღმოჩნდა, რომ ის ბევრად საზიანოა. კერძოდ, ღვინო კიბოს წარმოქმნის რისკს ზრდის.

მეცნიერთა აზრით, შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ალკოჰოლური სასმელების ნებისმიერი რაოდენობით მიღება მავნეა. ასევე ცნობილი გახდა, რომ სიკვდილიანობის ზრდა უფრო მაღალია ხანდაზმულებში, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში, მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც რისკი ასევე მაღალია.

იხ.ვრცლად 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close