News დაიჯესტი

“ეს არის უზნეობის უალტერნატივო გამოვლინება” – ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე ტელეკომპანია “იმედს” საინფორმაციო პოლიტიკას უწუნებს

“მოკლედ, რა თქმა უნდა , ბატონი რამიშვილის ადვოკატობას არ ვაპირებ, არც იმის მტკიცებას ვიწყებ აქ, მტყუანი ვინ არის და მართალი, თუმცა ” ტელე-იმედმა”, რომ ამ საღამოს გამოძიებაც ჩაუტარა და განაჩენიც გამოუტანა, ეგ თვალნათლივი იყო! მე მახსოვს ძალიან კარგად ეგ არხი წარსულში, ისიც მახსოვს ვინც შექმნა, არც ის მავიწყდება, თუ როგორ დადგა “სასწორზე” მისი არსებობა-არ არსებობა, მაგრამ ის რაც გადაცემაში ვნახე, ეს არის უზნეობის უალტერნატივო გამოვლინება და სრული სამართლებრივი ნიჰილიზმის დამკვიდრების უბადრუკი და წარუმატებელი მცდელობა ჩვენს რეალობაში! სამწუხაროდ ეს ტელევიზია გენერალური პროკურატურისა და შსს-ს ორგანოდ მოგვევლინა და პარტიულ ტალღებზე მაუწყებლობს.. არც კი მალავენ ამ მარაზმს როდესაც უდიერად მოიხსენიებენ სხვა ტელეარხების ჟურნალისტებს, ხოლო ამ ტელეარხებს ოპოზიციურებად! ამ უბედურებას სხვა ახსნას ვერ მოვუძებნით, თუ არა მხილებას იმისას რომ ისინი პოზიციის ბინძურ რუპორებად იქცნენ! მიმიფურთხებია იმ სიბინძურისათვის, რასაც თქვენ მართალ სიტყვას ეძახით! ჩემი პირადი ბოიკოტი თქვენ!”,- წერს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე, პაატა შავაძე სოციალურ ქსელშ.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close