News დაიჯესტი

სექსუალურ შევიწროებაზე ყველას თავისი აზრის გამოთქმის უფლება აქვს – ფანი არდანი

ცნობილი ფრანგი მსახიობი ფანი არდანი აცხადებს, რომ სექსუალური შევიწროების საკითხთან დაკავშირებით, ყველა მხარე უფლებამოსილია საკუთარი აზრი გააჩნდეს. ეს მათი პირადი პასუხისმგებლობაა.

“მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყველა აზრი უნდა იყოს გამოთქმული, ეს ყველას პირადი პასუხისმგებლობაა. მე შორს ვდგავარ მასის ფსიქოლოგიისგან. მე ვთვლი, რომ ქალი და კაცი ურთიერთწინააღმდეგობრივი ქმნილებები არიან და სწორედ ეს ქმნის ადამიანებს . წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ერთიდაიგივეს ილაპარაკებდა და გააკეთბდა. მე სწორედ ეს მიზიდავს,” – განაცხადა არდანმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ფრანგმა მსახიობმა ქალებმა, მათ შორის კატრინ დენევმა, ინგრიდ კავენმა და კატრინ მილემ, სხვა ას ფრანგ ქალთან ერთად, გაზეთ Le Monde-ში გამოაქვეყნეს წერილი, სადაც მსოფლიოს მოუწოდეს შეეჩერებინათ “მამაკაცების სიძულვილის კამპანია”, რომლის საფუძველიც “სექსუალური შევიწროების” წინააღმდეგ დაწყებული გამონათქვამები და ფაქტების დასახელება გახდა. ანალოგიური პოზიცია გააჟღერა ბრიჯიტ ბარდომაც, რომელმაც “სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ” დაწყებულ მოძრაობას ფარისევლური უწოდა.

იხ. სრული ვერსია 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close