პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ბუდაპეშტში 24-26 ივლისს, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან, პრემიერ-მინისტრის ოფისის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროკავშირის საკითხებში ბალაჟ მოლნართან, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ტამაშ ვარგასთან (მინისტრის მოადგილე) და ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ჰორჩიკთან შეხვედრებია დაგეგმილი.

უწყების ინფორმაციით, უნგრულ მხარესთან შეხვედრებზე მხარეები საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს განიხილავენ.

შეხვედრაზე  საუბარი შეეხება როგორც ევროკავშირთან საკანონმდებლო და ეკონომიკური დაახლოების, ასევე, ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდება ევროკავშრითან სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებისა და შემოდგომაზე დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და  მოლოდინებზე.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close