ALL დაიჯესტი

ტრიუმფალური სილამაზის კონკურსი საქართველოში ბრუნდება !

საქართველოში უკვე მესამედ სილამაზის კონკურსი „მის და მისტერ პლანეტა“ იმართება.

„მის და მისტერ პლანეტა“ პირველად 2015 წელს ჩატარდა პრესტიჟულ სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩვენს ქვეყანას 30 ქვეყნის მისი და მისტერი, საერთაშორისო ჟიურის თანხლებით ესტუმრება.

გამარჯვებულს სხვა პრიზებთან ერთად ოქროს გვირგვინი გადაეცემა.

მსოფლიო სილამაზის კონკურსის  „მის და მისტერ პლანეტა“ -ს

პრეზიდენტები არიან: სამოდელო სააგენტო „კატრინის“

დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი( წარსულში ერთ-ერთი

სილამაზის კონკურსის გამარჯვებული)  და სამოდელო სააგენტო

„ინტერსაუნდის“ დამფუძნებელი , მსოფლიოში ცნობილი

სუპერმოდელი ირინა პაპაზოვა.

სექტემბერში ბათუმი უმასპინძლებს უცხოეთიდან ჩამოსულ

მისებს, მისტერებს და მათ თანმხლებ პირებს. მანამდე კი თბილისში ის კონკურსანტები შეირჩა, ვინც კონკურენცია უნდა

გაუწიოს 45–მდე ქვეყნის წარმომადგენლებს.

კლუბში „სენატი“ საღამო ვერიკო ტურაშვილმა გახსნა.

პროექტის მონაწილეები ჯერ საცურაო კოსტიუმებით

წარსდგნენ მაყურებლის წინაშე, შემდეგ კი გოგონებმა

დიზაინერ, ინგა შარვაძის კოსტიუმები მოირგეს, ბიჭებმა კი –

მომღერალ, მარკუს მეტრეველის. მრავალრიცხოვანი ჟიურის

თავმჯდომარე კრისტი ყიფშიძე გახლდათ. სწორედ მან დაადგა

გვირგვინი გამარჯვებულს.

ჟიურის წევრებს შორის კი იყვნენ: ვერიკო ტურაშვილი, კახა

კუხიანიძე, მარკუს მეტრეველი, ლელა ასლანიკაშვილი, კახა

კუხიანიძე, გიგა ბატკუაშვილი და სხვა.

გამარჯვებული სამოდელო სააგენტო „კატრინის“

მოდელი ლიზი წიგნაძე გახდა. „მისტერ პლანეტა საქართველო“

კი – ზურა წილოსანი. გამარჯვებულები საფრანგეთში

გაემგზავრებიან.

რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close