News დაიჯესტი

COVID-19-ით დაზარალებული ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემისგასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებს

16 მაისს, World Vision საქართველომ გამართა პროექტის „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ გახსნის ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19 პანდემიით დაზარალებული ჯანმრთელობის და ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ხორციელდება World Vision საქართველოსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

ბოლო წლებში განსაკუთრებულად დაზარალდა ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემა საქართველოში, რაც აისახა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აქტივობების შემცირებაში COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო; მკაცრი იზოლაციის (ლოქდაუნის) დროს ბავშვთა  მიმართ ძალადობის შემთხვევათა რაოდენობის ზრდაში; იმუნიზაციისა და რუტინული ვაქცინაციით მოცვის მკვეთრ შემცირებაში. აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ და პრობლემის გადასაჭრელად, World Vision-მა დაიწყო პროექტი, რომელიცემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმუნიზაციის და ჯანმრთელობის საკითხებზე; ჯანმრთელობის სერვისებისა და ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებას და სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით.

ღონისძიება გახსნა ეკატერინე გურგენაძემ – World Vision საქართველოს დირექტორმა, რის შემდეგაც სიტყვით წარდგნენ ალექსანდერ კარნერი – ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი და ნანა ქავთარაძე – დაავადებათ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„COVID-19 პანდემიამ უამრავი პრობლემა გამოიწვია,თუმცა განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სისტემას ქვეყანაში. ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა საქართველოს საიმედო პარტნიორია; ჩვენ ასევე გაგვაჩნია საგანგებო ფონდი და აღნიშნული პროექტი სწორედ ამ ფონდის მიერ ფინანსდება, რათა დავეხმაროთ ქვეყანას სოციალური და ჯანმრთელობის სისტემის პრობლემების გადაწყვეტაში. პროექტი მოიცავს მრავალფეროვანაქტივობებს სამიზნე ადგილობრივიმუნიციპალიტეტების სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სისტემების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ალექსანდერ კარნერმა.

ღონისძიებაზე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოება გაეცნო პანდემიის შემდგომ მკვეთრად შემცირებული იმუნიზაციის და  რუტინული ვაქცინების სტატისტიკას, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია კომპლექსური აქტივობები, მათ შორის მოსახლეობის ინფორმირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებისა და ვაქცინაციის შესახებ, სასწავლო მოდულების შემუშავება იმუნიზაციის, ბავშვთა რუტინული ვაქცინაციის, ტუბერკულოზის, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ; ჯანდაცვის პერსონალისა და სოციალური მუშაკების გადამზადება ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურებზე; თემის ჩართულობა და სათემო ინიციატივების განხორციელება იმუნიზაციისა და ჯანმრთელობის სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების  მხარდაჭერა; სამიზნე მუნიციპალიტეტების ბავშვთა დაცვის განყოფილებების მუშაობის შეფასება მუნიციპალურ დონეზე; სახელმწიფო ზრუნვის ცენტრებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების (ხანდაზმულები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზრდილები) საჭიროებების შეფასება და  მათთვის დახმარების აღმოჩენა.

„პანდემია დასრულდა გლობალურად,თუმცა დაგვიტოვა მძიმე შედეგები, რაცგანსაკუთრებით მკაფიოდ აისახა ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემებზე. აღნიშნული პროექტი ემსახურება სწორედ ამ ნეგატიური შედეგების აღმოფხვრას. ნებისმიერი პანდემიისათუ კრიზის დროს ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფები ზარალდებიან, რომელთა მხარდაჭერაც ჩვენთვის  პრიორიტეტია. პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და შესაბამისისერვისები უზრუნველყოფა.ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას ქვეყანაში ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სერვისების გაუმჯობესების პროცესში, რაც მოიცავს მოსახლეობის ინფორმირებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებისა და ვაქცინაციის შესახებ, პერსონალის  გადამზადებას, სერვისების განვითარებას და ადვოკატირებას. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ საზოგადოება, რომელიც არავის ტოვებს ყურადღების მიღმა და ზრუნავს ყველაზე დაუცველი ადამიანების კეთილდღეობაზე,“- აღნიშნა ეკატერინე გურგენაძემ.

ფოტო: მარიამ შარიფი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close