Related Articles
Check Also
Close-
Stop the Killing of Freedom of Expression in Georgia
აპრილი 13, 2024
წყალტუბოში 17 წლის მოზარდი მოკლეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, წუხელ, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე დაჭრილი ახალგაზრდა ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში მიიყვანეს.
საავადმყოფოს დირექტორის ირაკლი გოგინავასთქმით, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
შემთხვევის დეტალების გარკვევას პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. დეტალებს მომხდარზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ავტორი – ირმა ჭოლაძე