ALL დაიჯესტი

მარტვილის კანიონების საუკეთესო სასტუმრო “გარდა”, —Hotel Hotel Garda

სასტუმრო ,,გარდა“ მდებარეობს მარტვილის რაიონში, ქალაქის ცენტრში. ჭავჭავაძის N2. ,,გარდა“ გახლავთ კომფორტული, მყუდრო სასტუმრო მისაღები ფასებით. სასტუმრო არის 16 ადგილიანი. თითოეული ნომერი კეთილმოწყობილია ყველა ისეთი თანამედროვე საშუალებით, როგორიცაა ტელევიზორი სატელიტური არხებით, სამუშაო მაგიდა, უკაბელო ინტერნეტი, კონდიციონერი ინდივიდუალური სამართავი პულტით, მაცივარი, იზოლირებული სველი წერტილები. სასტუმროს აქვს დიდი მისაღები ოთახი მინი–ბარით, ასევე უფასო ავტოსადგომი. სასტუმროს აივდინად მოჩანს მარტვილის სამონასტრო კომპლექსის ხედი. სასტუმროს ქვედა სართულზე განთავსებულია სუპერმარკეტი და 0 სართულზე რესტორანი ,,სარდაფი“, რომელშიც შეუძლია დამსვენებელს დააგემოვნოს ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძები. სასტუმრო ,,გარდას“ სიახლოვეს მდებარეობს ქალაქ მარტვილის ღირსშესანიშნავი ძეგლები. როგორებიცაა: მარტვილის სამონასტრო კომპლექსი (1 კმ), მარტვილის მხარეთმცოდნების მუზეუმი (50მ), მარტვილის კანიონი (5კმ), სალხინოს ცნობილი დადიანების საზაფხულო რეზიდენცია (15კმ) და მრავალი სხვა. სასტუმრო ,, გარდაში“ მოსახვედრად დაგჭირდებათ თბილისიდან 290, ქუთაისიდან 31, კოპიტნარის აეროპორტიდან (ქუთაისი) 40, ხოლო ბათუმიდან 140 კილომეტრის გავლა.

სასტუმრო ,,გარდა“ -ს ფასებისა და სასტუმროს ჯავშანისათვის ეწვიეთ  ბმულს: სასტუმრო ,,გარდა“   იხ. ვრცლად 

ყველა ნომერში არის

  •  ინტერნეტი WI-FI
  •  ტელევიზია
  •  გათბობა
  •  კონდიცირება
  •  მაცივარი
  •  თმის საშრობი

მომსახურება

  •  დაუთოება
  •  სამრეცხაო
  •  უფასო პარკინგი

სხვა სერვისი

  •  ბარი
  •  რესტორანი

 მოამზადა გიორგი ჭინჭარაული


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close