ALL დაიჯესტი

 ზაზა ხატიაშვილი თავის მემკვიდრედ  ნაციონალებთან დაახლოებულ პირს დავით ასათიანს ასახელებს?! 

რა აკავშირებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატს ბნ დავით ასათიანს მიხელი სააკაშვილის ძმასთან დავით სააკაშვილთან ? რაც უფრო ახლოვდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები,მით მეტად არ ცხრება საზოგადოების ინტერესი თითოეული თავმჯდომარეობის კანდიდატის მიმართ. ამჯერად მედია პორტალი ” ჯეო დაიჯესტი ” ყურადღებას შეაჩერებს ერთ-ერთ კანდიდატზე დავით ასათიანზე, გამომდინარე იქედან , რომ ყოფილმა თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა თავის მემკვიდრედ დაასახელა, საზოგადოების მხრიდან  მასზე საკმაოდ დიდი ინტერესის არსებობა არცაა გასაკვირი.

მედია პორტალი ” ჯეო დაიჯესტი ”  ახლოს გაგაცნობთ თითოეულ კანდიდატს მაგრამ ამჟამად დავით ასათიანზე შევჩერდებით . ზაზა ხატიაშვილმა ,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია თავის მემკვიდრედ დავით ასათიანი დაასახელა და ადვოკატთა კორპუს მისი მხარდაჭერისაკენ ღიად მოუწოდა ამ ფონზე საინტერეოა  ვინ არის იგი და რა ცხოვრების გზა განვლო დღემდე ..

თავმჯდომარეობის კანდიდატის ოფიაციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ დავით ასათიანი არის “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი;,,ასათიანი და ადვოკატების” პარტნიორი.

2009-2013 წლებში ასათიანი იყო ორგანიზაცია “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” (GLIP) თავმჯდომარეა. 2012-2013 წლებში არასამთავრობოთა კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” თავმჯდომარე, იგი საადვოკატ საქმიაობას ახორციელებს 1999 წლიდან .

ვინაიდან ჩვენთვის ჟურნალისტებისათვის საინტრესოა თითოეული კანდიდატის არაოფიციალური მონაცემებიც  მედია პორტალ ” ჯეო დაიჯესტის ” ერთ-ერთი კონფინდიციალური წყაროს ინფრომაციით 2004 წელს დავით ასათიანი პროფესიულად მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმასთან დავით სააკაშვილთან .

სად იყო და რა საქმიაობას ეწეოდა იგი განსაკუთრებით ვარდების ხელისუფლების წასვლამდე ? იგივე წყაროს ცნობით მას კვლავ აქვს მჭიდრო ურთიერთობები ძველი ხელისუფლების მესვეურებთან. ასე,რომ საინტერესოა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ასათიანის მიერ განვლილი გზა რომლის მიმართაც არ ცხრება ადვოკატთა კორპუსის და საერთოდ საზოგადოების ინტერესი .

რუსა გვაზავა

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close