News დაიჯესტი

კამპანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ სტარტს იღებს !

კამპანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ სტარტს 17 სექტემბერს აიღებს. კამპანია, რომელიც საქართველოს 10 რეგიონში გაიმართება, ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტის მხარდაჭერით. კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განათლება საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომლის ფარგლებშიც 17-21 სექტემბერს, საქართველოს რეგიონებში მოეწყობა სამოქალაქო კვირეული.

კერძოდ, დაგეგმილია თემატური შეხვედრები საგზაო უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით.

კვირეულის ფარგლებში გადამზადდებიან რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონებში ჩატარდება ტრენინგები მძღოლებისთვის და საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან.

კვირეულის განრიგი: 17 სექტემბერი – რუსთავი, ბოლნისი, საგარეჯო 18 სექტემბერი – ახალციხე, ამბროლაური 19 სექტემბერი – მცხეთა, წეროვანი, გორი, ზუგდიდი 20 სექტემბერი – ხარაგაული, ქუთაისი 21 სექტემბერი – ლანჩხუთი, ბათუმი 22 სექტემბერი – თბილისი (დღე ავტომობილების გარეშე) სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.

იხ. ღონისწიების ლინკი 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close