News დაიჯესტი

გოლუბიანი სარალიძეს: „გაემიჯნე ამ მარაზმს, ნუ დაუკარგავ საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს შენდამი პატივისცემისა და გვერდში დგომის სურვილს“

“ზაზა სარალიძეს თავი რევოლუციონერი და ბელადი ხო არ გონია? აქამდე მოსახლეობას თხოვდა გვერდით დამიდექითო და ამ დროს ნაცები ეყენა გვერდით. ჩვენ როცა ვთხოვეთ ეგ მკვლელები ჩამოიშორე და მთელი საქართველო დაგიდგებითო, არა ნაცები უნდა იყვნენ ჩემს გვერდით ისე დამიდექითო. არა ჩემო კარგო მკვლელებთან ერთად ჩვენ ვერ მოვითხოვთ სამართალს და ვერც შენ ვერ იპოვი! ამის მერე გამოხვედი და უკვე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდე გაერთიანება და მთავრობის დამხობა. ნუღარ ამბობ რომ ეს პოლიტიკური აქცია არაა, როდესაც ხელისუფლების რევოლუციური სცენარით დამხობას ითხოვ შენ უკვე პოლიტიკური თამაშის ნაწილი ხდები. მაგრამ შენგან ლიდერი ვერ გახდება ზაზა ეს დაიმახსოვრე, მთელი სანაცეთი დაგიკიდებს და ისევ ჩვენი დასაცავი გახდები დამიჯერე. გონს მოდი, რევოლუციას ვერ მოაწყობს შენს ზურგს უკან მდგარი სანაცეთი. დაგვიტოვე საშუალება, რომ შენი ტკივილი გავიზიაროთ და ერთად მოვითხოვოთ სიმართლის დადგენა. გაემიჯნე ამ მარაზმს. ნუ დაუკარგავ საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს შენდამი პატივისცემის და გვერდში დგომის სურვილს!”,-წერს ადვოკატი ლაშა გოლუბიანი facebook-ის პირად გვერდზე.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close