კატეგორიის გარეშე

“არანაირი მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი არ არის – ნახეთ, რას წერს ცნობილი ადვოკატი

“არანაირი [მურუსიძე-ჩინჩალაძის] კლანი არ არის, დამიჯერეთ. რატომ არ არის მაგალითად ჩემი კლანი, იქნებ მე ვარ თავმჯდომარე ამ კლანის, თქვენ რა იცით?!”😊ესენი სუყველანი ღირსეული ადამიანები არიან, ჩემი მეგობრები და კოლეგები! ერთი ძმური ოჯახი ვართ! ვიღაცეებმა არც კოლეგიალობა იციან და მეგობრობაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია.. შურმა და ღვარძლმა გვძლია, ესაა ჩვენი ზოგადქართული ” ფენომენი”.. ერთი შემთხვევაც მინდა გაგახსენოთ, გასულ წელს, როდესაც უზენაესის კონკურსში ვიყავი ჩაბმული, ერთი ჩემი კოლეგა ადვოკატი, სხვათაშორის ჩემი მამისეული ხულოდან, ლამის სიკვდილზე აწერდა ხელს და ყველაფერს კადრულობდა, ოღონდაც არ გავმხდარიყავი მოსამართლე, ღია ორთაბრძოლა გამიმართა, რა არ იკისრა, რა პროვოკაციებზე არ წავიდა..
. ამით იმის თქმა მინდა, რომ ” ქაჯობამ გვაჯობა”, ადამიანობა დავკარგეთ, ერთმანეთის სიყვარულისა და თანადგომის მწვავე დეფიციტს განვიცდით, ერთმანეთის დამარცხების დაუოკებელი ჟინი გვკვლავს, აი, ეს არის ჩვენი დიდი გასაჭირი 21-საუკუნის მიჯნაზე… ზოგიერთი -სიტყვის ” კლანის” არსშიც კი ვერ გარკვეულა.. და ” მოდას” აჰყოლია..
სასამართლო პროცესი სექსი ხომ არ არის ორივე მხარე ნასიამოვნები გამოვისტუმროთ დარბაზიდან?ვიღაცისთვის კლანი, ვიღაცისთვის ღმერთთან დაახლოებულები ვხდებით., რას ვიზამთ, ოჯახშიც კი არ ვართ ხოლმე ყველასათვის სანუკვარნი და საფიცარნი… ყველას რომ ვუყვარდეთ, გამოდის რომ არაფერს წარმოვადგენთ.. “ცუდას რად უნდა მტერობა..”ხომ ბრძნული ნათქვამია არა?”,-წერს ადვოკატი  პაატა შავაძე “ფეისბუქის”პირად გვერდზე.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close