News დაიჯესტი

დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დამოუკიდებელი განხილვა ადასტურებს ევრობანკის პოზიციას

ევრობანკი ნერგავს პროექტის გასაჩივრების მექანიზმის რეკომენდაციებს დაუყოვნებლივ გამოქვეყნებისთვის www.ebrd.com/news თარიღი: 18/05/2017 საკონტაქტო პირი: Loretta Martikian ტელეფონი: +44 207 338 6741 ელ-ფოსტა: martikianl@ebrd.com საკვანძო სიტყვები: ევრობანკი, საქართველო, ენერგია, განახლებადი წყაროები, დარიალი დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დამოუკიდებელმა შეფასებამ უგულვებელყო გარემოსდაცვითი ჯგუფის „მწვანე ალტერნატივა“-ს მიერ წამოწეული საკითხების უმრავლესობა, როგორც „საკმარისი საფუძვლის არმქონე“. 2014 წელს ევრობანკის დირექტორთა საბჭომ დარიალის ჰიდროელექტროსადგურის ფინანსირებისთვის 80 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სინდიცირებული სესხი დაამტკიცა. დარიალის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია განახლებადი ენერგიის მიმართულებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 510 მგვ/სთ მოცულობის წლიური ელექტროენერგიის გამომუშავება. სადგურმა ფუნქციონირება 2017 წლის აპრილში დაიწყო. დამტკიცებამდე, ევრობანკის პროცედურების შესაბამისად, პროექტმა გაიარა საგულდაგულო შემოწმება, რომელიც მოიცავდა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების დეტალურ განხილვას.

„მწვანე ალტერნატივამ“, ევრობანკის პროექტის გასაჩივრების მექანიზმის ფარგლებში, საჩივარი შეიტანა პროექტის წინააღმდეგ, ითხოვდა რა პროექტის შესაბამისობის შეფასებას ევრობანკის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკასთან და ამტკიცებდა, რომ ევრობანკი, პროექტის დაფინანსებაზე დათანხმებით, საკუთარივე მოთხოვნების წინააღმდეგ წავიდა. ევრობანკის წესების შესაბამისად, გამოიყო სპეციალური დამოუკიდებელი ექსპერტი ბრალდებების განსახილველად, რომელმაც, დეტალური გამოძიების შემდეგ, „მწვანე ალტერნატივა“-ს 8 სარჩელიდან 7 უარყო. http://www.ebrd.com/work-with-us/project-finance/project-complaint-mechanism/pcm-register.html. The EBRD is a multilateral bank committed to the development of market-oriented economies and the promotion of private and entrepreneurial initiative in more than 30 countries from Morocco to Mongolia and from Estonia to Egypt. The Bank is owned by 65 countries, the EU and the EIB. Follow us on the web, Facebook, Instagram, Twitter and YouTube.

პროექტის განხილვის მექანიზმის ანგარიში აღნიშნავს, რომ იყო მცირე შეუსაბამობა ევრობანკის 2008 წლის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკასთან. ანგარიშში გარკვევითაა მოხსენიებული, რომ მოსარჩლის მიერ წამოწეული საკითხები ევრობანკმა პროექტის განხილვის ეტაპზევე შეაფასა. ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში ნათქვამია, რომ ტექნიკური შეფასების დასკვნა უნდა ყოფილიყო არამხოლოდ შიდა განხილვის პროცესის ნაწილი, არამედ უნდა შესულიყო პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის შეფასების ოფიციალურ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა საჯარო კონსულტაციისთვის.

ევრობანკმა მიიღო ეს რეკომენდაცია და შეიმუშავა ზომები იმისთვის, რომ სამომავლოდ უზრუნველყოს ყველა საჭირო დოკუმენტის საჯაროობა. პროექტის გასაჩივრების მექანიზმის რეკომენდაციების შესაბამისად, ევრობანკი აგრძელებს დარიალის პროექტზე მუშაობას გარმოსდაცვით და სოციალურ ასპექტებზე, მათ შორის, მდინარის ნაკადსა და ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოქვეყნებაზე. დარიალმა შეიმუშავა ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმა, რათა შეესაბამებოდეს ევრობანკის მოთხოვნებს, რომლებიც ფართოდაა აღიარებული, როგორც საუკეთესო პრაქტიკა მსოფლიო მასშტაბით. სამოქმედო გეგმის მიხედვით, დარიალი უზრუნველყოფს ინფორმაციის მუდმივ საჯაროობას ადგილობრივი მოსახლების აქტიური ჩართულობის ფონზე. ევრობანკი გააგრძელებს დარიალის გარემოსდაცვით და სოციალურ მონიტორინგს, მათ შორის,

ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმის დანერგვისა და ინფორმაციის გამოქვეყნების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პროექტის სრული ძალით ამუშავებამდე, 2017 წლის აპრილში, გაიმართა საჯარო შეხვედრებიც. ევრობანკი სრულად უჭერს მხარს დარიალის პროექტს, რომელიც საქართველოში, და ევრობანკის მოქმედების უფრო ფართო არეალშიც, ჰიდროელექტროსადგურების შენებისა და ფუნქციონირების მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს. სხვა ყველაფერთან ერთად, დარიალის პროექტი მსოფლიოში პირველი ნახშირბად-ნეიტრალური პროექტია. პროექტის ნაწილია ტყეების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული ნახშირბადის ჩაჭერას და სასათბურე გაზების გამოყოფის დაბალანსებას.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close