News დაიჯესტი

ცნობილი ადვოკატი პროკურატურას მეგრულ-სვანურ ენებზე მიმართავს !

    სასახლის ღობის საქმეზე – ბრალდებულ გიორგი რურუას ადვოკატი,ია სირანაშვილი, ამბობს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუცა ამ დრომდე ბრალდების მხარეს არ უთქვამს, გაუფორმებენ თუ არა 4 ოქტომბრს განვითარებული მოვლენების ფარგლებში დაკავებულს. 

    ჩვენ მივმართეთ საპროცესოსთან დაკავშირებით რამოდენიმეჯერ, ქართულადაც დავუწერეთ, მეგრულადაც, სვანურადაც, ახლა დამრჩა რუსული და ინგლისური. მეტი ენა მე არვიცი. არვიცი ალბათ კოსმოსიდან ელოდებიან დადებით პასუხს. თურმე სამ წამში ჭიშკრის შენჯღრევით შიეძლება პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე არის მხოლოდ სამ წამიანი კადრი, სადაც ჩანს, თუ როგორ ანჯღრევს ჭიშკარს ემოციურად. სხვა არაფერი არ არის. 7 თვეა ამ სამ წამიანი ემოციის გამო იხდის ფაქტიურად  სასჯელს. ძალიან მძიმედ არის, ადამიანზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რადგან ასეთ ავადმყოფის ციხეში ყოფნა იმის გამო, რომ ჭიშკარი სამი წამით შეანჯღრია, ძალიან ცუდი ფაქტია”, – ამბობს ადვოკატი. 

   როგორც უფლებადამცველი ამბობს,თუ 3-წამიანი ჭიშკრის ნჯღრევა გადატრიალებაა, მაშინ ეს ქვეყანა მართლა მუყაოსი ყოფილა და გამაგრება სჭირდება.
  “საპროცესო შეთანხმება ვაჭრობის საგანი არ უნდა იყოს, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება. ბრძოლა გრძელდება”,!-აცხადებს უფლებადამცველი.

მოამზადა რუსა გვაზავა

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close