News დაიჯესტი

Durex-ის პრეზერვატივები 20%-დან 30%-მდე ძვირდება

Durex-ის პრეზერვატივები 20%-დან 30%-მდე ძვირდება, მიზეზი ირანის ომია | ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
 Karex ყოველწლიურად 5 მილიარდზე მეტ პრეზერვატივს აწარმოებს. კომპანია ისეთი წამყვანი ბრენდების მომწოდებელია, როგორებიცაა Durex და Trojan. ასევე ამარაგებს სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემებს (მაგალითად, ბრიტანეთის NHS) და გაეროს გლობალურ დახმარების პროგრამებს. ირანის ომი აფერხებს ენერგო და ნავთობქიმიურ ნაკადებს ახლო აღმოსავლეთიდან, რაც ართულებს ნედლეულის შესყიდვას. თებერვლის ბოლოდან, როდესაც კონფლიქტი დაიწყო, გაიზარდა ხარჯები ყველაფერზე: სინთეტიკურ კაუჩუკზე, ნიტრილზე, შეფუთვის მასალებზე, ალუმინის ფოლგასა და სილიკონის ზეთზე.

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close